"ოცნებაში" მე-2 ნომერი არავინაა, არის ერთი პირველი ნომერი - ივანიშვილი, დანარჩენნი არიან არარაობები - ფოფხაძე

25.04.25 17:23
"ოცნებაში" მე-2 ნომერი არავინაა, არის ერთი პირველი ნომერი - ივანიშვილი, დანარჩენნი არიან არარაობები - ფოფხაძე

 

 

"ოცნების" ყოფილი წევრი, გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მეორე ირაკლი, კობახიძს დამსახურება არაა, რადგან მისი თქმით, გადაწყვეტილების მიმღები ყოველთვის ბიძინა ივანიშვილია. 

მისი თქმით, პარტიაში გადაწყვეტილებებს სხვა ვერავინ მიიღებს.

"ოცნებაში" მე-2 ნომერი არავინაა, არის ერთი პირველი ნომერი - ივანიშვილი, დანარჩენნი არიან არარაობები - ამბობს გედევან ფოფოხაძე და აღნიშნავს, რომ იმ ბრძლაში, რასაც ივანიშვილი ცდილობს საქართველოს მოაწყობინოს ევროპასთან და დასავლურ სამყაროსთან, მხოლოდ "უსახური კადრები" სჭირდება და არა გადაწყვეტილების მიმღები. 

გადაწყვეტილებებს ასეთ დაპირისპირებებში - ვინ ვის აჯობებს, იღებს ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, თუ ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მას ღარიბაშვილი აღარ სჭირდებოდა და ჩახსნა პროცესიდან, ეს არის მისი გააწყვეტილება. ეს არ არის კობახიძის დამსახურება და ამ ბრძოლაში კობახიძე სუბიექტი არ არის. "ქართულ ოცნებაში" არავინ არ არის მეორე ნომერი, არის ერთი პირველი ნომერი - ბიძინა ივანიშვილი და დანარჩენნი არიან არარაობები. არავის იქ არაფერი ეკითხება. ფსონი ივანიშვილის მხრიდან ჯეტდება აბსოლუტურად უსახურ ადამიანებზე. მაქსიმალური უსახურობის ხარისიხია ახლა მისთვის მნიშვნელოვანი, რომ ეს ხალხი იმ ჯოჯოხეთურ ბრძოლაში გაყვეს, რომელიც გადაწყვიტა რომ საქართველოს მოაწყობინოს ევროპასთან და დასავლურ სამყაროსთან, ამიტომ მე მგონია, რომ  ამ ვითარებაში ივანიშვილის არჩევანი არის მაქსიმალურად დაბალ ხარიხსზე ინდივიდუალურობის", - აცხადებს გედევან ფოფოხაძე. 

 

მსგავსი სიახლეები