ივანიშვილს ღარიბაშვილი შეუძლია გამოიყენოს როგორც თოჯინა, როცა უნდა, როგორც უნდა და რისთვისაც უნდა - ხიდაშელი

25.04.25 17:53
ივანიშვილს ღარიბაშვილი შეუძლია გამოიყენოს როგორც თოჯინა, როცა უნდა, როგორც უნდა და რისთვისაც უნდა - ხიდაშელი

თინა ხიდაშელი არ გამორიცხავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა ისევ დააბრუნოს პოლიტიკაში. 

დღეს პოლიტიკაში დაბრუნება არც ღარიბაშვილმა გამორიცხა. 

ხიდაშელი ამბობს, რომ "ივანიშვილს ღარიბაშვილი შეუძლია გამოიყენოს როგორც თოჯინა, როცა უნდა, როგორც უნდა და რისთვისაც უნდა".

14-ჯერ ახსენა ბიძინა ივანიშვილი, ივანიშვილს და ახსენებდა სწორედ ამ კონტექსტში, როგორც პატრონს, მამა მარჩენალს, რომლის კალთაზეც არის გამოკიდებული და როგორც ის ეტყვის ისე მოიქცევა. ასე იქცეოდა და ასეც მოიქცევა. ამიტომ აქ არავითარი თავისუფალი მიმოხილვების და წიაღსვლების ადგილი არ არის.  სპეციფიური მოთამაშეა მთელ ამ თამაშში, ივანიშვილს შეუძლია გამოიყენოს როგორც თოჯინა, როცა უნდა, როგორც უნდა და რისთვისაც უნდა. როდის გამოიყენებს არ ვიცი", - ამბობს ხიდაშელი. 

მსგავსი სიახლეები