ქეთათო: უკეთესი ცხოვრება, დაცულობა, მშვიდობა - ეს ყველაფერი ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან მიდის

10.05.25 15:14
ქეთათო: უკეთესი ცხოვრება, დაცულობა, მშვიდობა - ეს ყველაფერი ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან მიდის

საქართველოს თავისუფალი და ევროპული მომავლის მხარდამჭერთა რიგში მომღერალი ქეთათო პოპიაშვილიც დგას. ის კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლების მსგავსად ფიქრობს, რომ უკეთესი ცხოვრების, დაცულობისა და მშვიდობის გარანტი ევროკავშირია, საითკენაც ქართველი ხალხი წლებია მიისწრაფვის. 

"დაახლოებით 1 თვის წინ, მე, ერეკლე გეწაძემ და პოეტმა ნინი ელიაშვილმა დავწერეთ სიმღერა. სწორედ იქ არის ჩემი სათქმელი გაჟღერებული" - განაცხადა ქეთათო პოპიაშვილმა "პირველებთან". 

ჩვენ ყველა ერთი და იმავეს ვიმეორებთ. ოღონდ ეს სიტყვები არ გაცვდება, რადგან ეს არის ჩვენთვის, ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. უკეთესი ცხოვრება, უკეთესი ცხოვრების ხარისხი, დაცულობა, მშვიდობა - ეს ყველაფერი მიდის სადამდე? იმ პროცესამდე, რასაც ქვია ევროატლანტიკურ სწრაფვა. ამ ყველაფერთან მიმართებით 1 თვის წინ დაახლოებით, მე, ერეკლე გეწაძემ და პოეტმა ნინი ელიაშვილმა დავწერეთ სიმღერა. იქ არის ჩემი სათქმელი გაჟღერებული", - ამბობს ქეთათო პოპიაშვილი.

ცნობისთვის, 9 მაისს, ევროპის მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილზე სტუდენტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მესამე სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები. 

მშვიდობიან დემონსტრანტებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეურთდა. 

ამასთან, ევროპის მოედანზე სცენა მოეწყო, სადაც მოქალაქეები სიტყვით გამოვიდნენ. ადგილზე შეკრებილებს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა მიმართეს.

სპეციალურად დღევანდელი დღისთვის სინდისის პატიმრებმა - ვეფხია კასრაძემ და ირაკლი ქერაშვილმა მიმართვა ჩაწერეს, რომელიც რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრებმა ევროპის მოედანზე გააჟღერეს. 

მსგავსი სიახლეები