კალაძე ისევ ევროკავშირის მხრიდან "შანტაჟზე" საუბრობს
კახა კალაძე ირწმუნება, რომ ევროკავშირი საქართველოს უვიზო მიმოსვლით "აშანტაჟებს" - ასე გამოეხმაურა დრეს თბილისის მერი 11 ივნისს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირს შორის გამართულ დიალოგს.
ქართველ ხალხს ვერ პატიობენ იმას, რომ ჩვენ თავად ვიღებთ გადაწყვეტილებებს - უთხრა დღეს მედიას კალაძემ.
„კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვიზალიბერალიზაციით და უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა. ქართველ ხალხს ვერ პატიობენ იმას, რომ ჩვენ თავად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვაკეთებთ იმას, რაც ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია და არავის ვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო გამოიყენონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძეს დღეს "პირველების" ჟურნალისტმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებაც ჰკითხა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
რომელ რეპრესიულ კანონებზე საუბრობთ? - ახლა ჩვენ ტროტუარზე ვდგავართ, მაგრამ ვინმე გვშვებს ციხეში" - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ვიზალიბერალიზაციის შესახებ 11 ივნისს ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგი გაიმართა. შეხვედრა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ევროკავშირის შენობის დატოვების შემდეგ საქართველოს წარმომადგენელმა გიორგი ტაბატაძემ თქვა, რომ მხარეებმა ერთმანეთის პოზიციები მოისმინეს.
ასევე ნახეთ:
შეხვერდის დეტალებზე "პირველებთან" ინტერვიუში ისაუბრა რიკარდ იოზვიაკმა:
ასევე ნახეთ:
- ბრიუსელში, უვიზო მიმოსვლის თემაზე შეხვედრა დასრულდა - ქართულმა დელეგაციამ ევროკავშირის შენობა დატოვა
- კობახიძის პირველი კომენტარი ბრიუსელში, უვიზო მიმოსვლის თემაზე გამართული შეხვედრის შემდეგ
- ბოჭორიშვილი: ეს არ არის ბოლო შეხვედრა - ევროკავშირისგან ქართული მხარის ლეგიტიმური პირობების გათვალისწინებას მოველით
- ბრიუსელში უშედეგოდ გამართული მოლაპარაკების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველ კომენტარს აკეთებს
- პაპუაშვილმა ევროკავშირი "საერთაშორისო სამართლის დამრღვევად" გამოაცხადა