როცა საჭირო იყო, მაშინ მოვუხსენით დაცვა (ღარიბაშვილის ოჯახს) - ანზორ ჩუბინიძე
სახელმწოფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს.
ჩუბინიძე არ აკონკრეტებს ზუსტ დროს, თუ როდის მოუხსნეს ყოფილი პრემიერის ოჯახს დაცვა.
"როცა საჭირო იყო მაშინ მოვუხსენით დაცვა. როცა კანონიერად იყო საჭირო" - უთხრა "პირველებს" ანზორ ჩუბინიძემ.
კითხვაზე, ემუქრება თუ არა ახლა ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე - ჩუბინიძემ არ უპასუხა.
ვერ გიპასუხებთ, არ გიპასუხებთ",- განაცხადა სახელმწოფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა.
დღეს "პირველებმა" ჩუბინიძეს ირაკლი ღარიბაშვილის წერილის შესახებ დაუსვა კითხვები, თუმცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა შეფასება არ ისურვა.
ცოტა ხნის წინ, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა დაადასტურა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დაანონსებულ განცხადებას საზოგადოება დღეს იხილავს - ლილი გელაშვილმა დღეს ყოფილი პრემიერი რუსთავის ციხეში მოინახულა.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა.
- ღარიბაშვილის წერილი: ჩემს ოჯახზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება
- ღარიბაშვილი ასაჯაროებს წერილს, რომელიც ივანიშვილის სახელით გაუგზავნეს
დღეს ღარიბაშვილის წერილზე "ოცნებაში" პირველი კომენტარები გაკეთდა:
- მისთვის პრობლემური განცხადებაა - კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე პირველ კომენტარს აკეთებს
- კობახიძე ირწმუნება, რომ ღარიბაშვილის და მისი ოჯახის უსაფრთხოება "თავიდან ბოლომდე დაცულია"
- კობახიძე პასუხობს კითხვას, ესაუბრა თუ არა ივანიშვილს ღარიბაშვილის წერილის შესახებ
- ვოლსკი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს