ცესკოში შემაჯამებელი ბრიფინგი თავმჯდომარის ნაცვლად მოადგილემ გამართა - კალანდარიშვილი არ გამოჩნდა
შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერისა და არჩევნების ოფიციალურად დასრულების დასკვნითი ბრიფინგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნაცვლად, მისმა მოადგილემ გიორგი შარაბიძემ გამართა - გიორგი კალანდარიშვილი არ გამოჩნდა.
როგორც მან ბრიფინგზე განმარტა, სხდომის მიმდინარეობისას მომხდარი სამწუხარო ინციდენტის გამო, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგის ჩატარება ფიზიკურად ვერ შეძლო.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სხდომაზე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც არჩევნების გაყალბების სიმბოლო.
ასევე ნახეთ:
მსგავსი სიახლეები
29.10.26 18:06
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატი ამბობს, რომ არ აძლევენ იმ მსჯავრდებულთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლებას არაძლევენ, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმეა
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა