"ოცნება" რუსულ კოშმარად გადაიქცა, EU-მ უნდა წარმოადგინოს ორმხრივი პერსონალური სანქციები - ევროპარლამენტარი
ევროპარლამენტარები ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლების მიამრთ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაზე ორმხრივი პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვენ.
ევროპარლამენტყის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ანგარიში წარადგინეს, ევროპარლამენტარმა რაინიე ვან ლანშოტიმ პირდაპირ თქვა, რომ "ქართული ოცნება" რუსულ კოშმარად გადაიქცა და ევროკავშირს ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
ანგარიშიდან ორ მნიშვნელოვან პარაგრაფს გამოვყოფდი. პირველი, ზომები, რომელიც ევროკაშირმა მიიღო, არ ასახავს საქრათველოში ვითარების სისასტიკეს და მეორე, ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა უნდა წარმოდგინონ ორმხრივი პერსონალური სანქციები. ბოლოს დამტკიცებულ რეზოლუციაში არის სია იმ პირებისა , რომლებიც პერსონალურად უნდა დასანქცირდნენ , ეს ვერსია უკვე დამტკიცებულია. პრობლემა არა იმაშია, რომ ევროპარლამენტს კარგი იდეის ნაკლებობა აქვს, არამედ იმაში, რომ ჩვენ წევრი სახელმწიფოებისგან რეალური ქმედებები გვაკლია და ლიდერების ნაკლებობა ამ მიმართულებით ევროკომისიაში. "ქართული ოცნება" რუსულ კოშმარად გადაიქცა", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ასევე ნახეთ:
- "უნდა დაუწესდეს სანქციები ივანიშვილს და გადაიხედოს უვიზო რეჟიმის პოლიტიკა" - მწვავე დებატები ევროპარლამენტში
- "ოცნება" რუსულ კოშმარად გადაიქცა, EU-მ უნდა წარმოადგინოს ორმხრივი პერსონალური სანქციები - ევროპარლამენტარი
- მოვითხოვთ, გაძლიერდეს ზეწოლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე - ევროპარლამენტარი
- "საქართველოს მთავრობა რუსული სახელმძღვანელოთი თამაშობს" - ტობიას კრამერი
- ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, თუ მას საფრანგეთში ქონება აქვს, მაშინ ზომები უნდა მივიღოთ - გალერი
- მოძალადე პოლიციელები პასუხისგებაში მიცემულები არ არიან - ევროპარლამენტარი