მოვითხოვთ, გაძლიერდეს ზეწოლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე - ევროპარლამენტარი
ევროპარლამენტარები ევროკავშირისგან ივანიშვილის რეჟიმზე ზეწოლის გაძლიერებას მოითოვენ. დღეს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე გამართული დებატების დროს ევროდეპუტატებმა პირდაპირ თქვეს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაში მტერი სახელმწიფოს იდეალებია გაბატონებული
ევროკავშირის მიერ განხორციელებული ზომები არ ასახავს იმ სისასტიკეს რასაც საქართველოში ვხედავთ. ამას სრულად ვეთანხმები. საქართველო ამ დროს ავტორიტარულ სახელმფოდ ჩამოყალიბდა. რუსეთიდან ინსპირირებული უცხოური გავლენების შესახებ კანონმა და ძალადობრივმა რეპრესიებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ოპოზიცია მოგუდა. ეს არის ასევე ჩვენი უდიდესი კრახი. ევროკავშირი უნდა ყოფილიყო უფრო მკაცრი და სწრაფი, როცა ჩვენ ვხედავთ როგორ იქცა მტერი სახელმწიფოს იდეალები დომინანტად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეცდომა აღარ გავიმეოროთ. მოვითხოვთ, გაძლიერდეს ზეწოლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ასევე ნახეთ:
- "უნდა დაუწესდეს სანქციები ივანიშვილს და გადაიხედოს უვიზო რეჟიმის პოლიტიკა" - მწვავე დებატები ევროპარლამენტში
- "ოცნება" რუსულ კოშმარად გადაიქცა, EU-მ უნდა წარმოადგინოს ორმხრივი პერსონალური სანქციები - ევროპარლამენტარი
- მოვითხოვთ, გაძლიერდეს ზეწოლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე - ევროპარლამენტარი
- "საქართველოს მთავრობა რუსული სახელმძღვანელოთი თამაშობს" - ტობიას კრამერი
- ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, თუ მას საფრანგეთში ქონება აქვს, მაშინ ზომები უნდა მივიღოთ - გალერი
- მოძალადე პოლიციელები პასუხისგებაში მიცემულები არ არიან - ევროპარლამენტარი