"საქართველოს მთავრობა რუსული სახელმძღვანელოთი თამაშობს" - ტობიას კრამერი
"საქართველოს მთავრობა რუსული სახელმძღვანელოთი თამაშობს" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრამერმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ უმწვავესი ანგარიში წარადგინეს.
ევროპარლამენტარმა პირდაპრი დაადანაშაულა "ოცნება" ევროპული კურსის გადახვევაში და თქვა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ქართველი ხალხის სახელით არ საუბრობს.
ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობა რუსული სახელმძღვანელოთი თამაშობს. ჩვენ ვხედავთ დაშინებას, დეზინფორმაციას, პოლიტიკური პატიმრების დაკავებებს , 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფება ახლა პატიმრობაში. ამ ქმედებების გამო რისკის ქვეშ ჩვენი უსაფრთხოებაც დგას. საქართველოს მთავრობა ევროკაშირში წევრობის გზაზე არ დგას, ისინი არ საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ასევე ნახეთ:
- "უნდა დაუწესდეს სანქციები ივანიშვილს და გადაიხედოს უვიზო რეჟიმის პოლიტიკა" - მწვავე დებატები ევროპარლამენტში
- "ოცნება" რუსულ კოშმარად გადაიქცა, EU-მ უნდა წარმოადგინოს ორმხრივი პერსონალური სანქციები - ევროპარლამენტარი
- მოვითხოვთ, გაძლიერდეს ზეწოლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე - ევროპარლამენტარი
- "საქართველოს მთავრობა რუსული სახელმძღვანელოთი თამაშობს" - ტობიას კრამერი
- ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, თუ მას საფრანგეთში ქონება აქვს, მაშინ ზომები უნდა მივიღოთ - გალერი
- მოძალადე პოლიციელები პასუხისგებაში მიცემულები არ არიან - ევროპარლამენტარი