რას გაექცა ირაკლი ღარიბაშვილი - რას ამბობენ მესამე სექტორში

ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ აწ უკვე ყოფილი მაღალჩნოსანი სანქციებს გაექცა.
"საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს" დირექტორი, ეკა გიგაური ამბობს, რომ ღარიბაშვილი არაერთ კორუფციაში იყო მხილებული და მისი ქონება ყოვეთვე იზრდებოდა, ახლა "კი შეუძლია ამ ფულით ისიამოვნოს".
გიგაურის თქმით, ღარიბაშვილი ახლა უფრო კარგი ვითარებაშია ვიდრე მისი ყოფილი თანამებრძოლები, რომლებიც დღესაც იმყოფებიან თანამდებობებზე, რადგან ისინი უფრო რეალურად დგანან სანქცირების წინაშე.
ძალიან ბევრი სახელმწიფო მოხელე და პოლიტიკური თანამდებობის პირი დღეს ცდილობს, რომ "ოცნებას" გაერიდოს იმ ფულით, რაც მათ მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთეს - ამბობს გიგაური
იგი ჩართული იყო სხვადასხვა დონის კორუფციაში, მათ შორის იყენებდა სახელმწიფო ქონებას მისი ოჯახისთვის. ვიცით ის ისტორია, რომელიც უკავშირდება თვითმფრინავის გამოყენებას. მასთან დაკავშირებული პირები იღებდნენ ტენდერებს და ფაქტიურად, მისი ქონება იზრდებოდა ყოველი თვის განმავლობაში. დღეს, ფაქტობრივად მას შუეძლია ისიამოვნოს იმ ცხოვრებით, რომელიც კორუფციის საფუძველზე მან შეიქმნა და ამავდროულად არის უფრო კარგ ვითარებაში, ვიდრე მისი ყოფილი თანამებრძოლები, რომლებიც დღესაც იმყოფებიან თანამდებობებზე, რომლებიც ასევე არიან კორფციაში ჩაფლულნი, რომლებსაც ასევე აქვთ შიშები, რომ ან სანქციების და ან ივანიშვილის მოთხოვნების შესაბამისად დაკარგონ ეს ფული. ამიტომ, ძალიან ბევრი სახელმწიფო მოხელე და პოლიტიკური თანამდებობის პირი დღეს ცდილობს, რომ "ოცნებას" გაერიდოს იმ ფულით, რაც მათ მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთეს და თავი აარიდონ სანქიცებს. მე ვფიქრობ, რომ ის ვითარება, რა ვითარებაშიც დღეს იმყოფებიან, არის მათთვის ძალიან არაკონფორტული", - ამბობს ეკა გიგაური.
- ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის პოლიტიკიდან მიდის.
- გადამდგარმა ღარიბაშვილმა ივანიშვილს მადლობა 8-ჯერ გადაუხადა
- მიზანშეწონილად არ ჩავთვალე... - ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე გამოსამშვიდობებელ სიტყვაში არ უხსენებია
- ღარიბაშვილი: შეიძლება, პოლიტიკაში მოსვლა მომიწიოს
ღარიბაშვილი თანამდებობიდან ისე მიდის, არ იცის, სანქციებს გადაურჩა თუ არა
რატომ გადაწყვიტა პოლიტიკიდან წასვლა ახლა - რას ამბობს ღარიბაშვილი