“ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, 1 წლის განმავლობაში მაცხოვრებელი არ ფიქსირდებოდა“ - “თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი
თბილისი ენერჯის წარმომადგენელი, ირაკლი დეკანოიძე ამბობს, რომ ქვემო ფონიჭალაში, იმ ბინაში, რომელშიც აფეთქება მოხდა, ბოლო 1 წლის განმავლობაში არავინ ცხოვრობდა და შესაბამისად, შემოწმება არ მომხდარა, თუმცა, კონკკრტულად, ამ ტერიტორიაზე გეგმური შემოწმება წელიწადში ერთხელ ხორციელდება.
რაც შეეხება გაზის გაჟონვის შეტყობინებას - დეკანოიძის თქმით, აღნიშნული ტერიტორიიდან 2 წელზე მეტია არ შესულა.
მისივე თქმით, მათმა თანამშრომლებმა ადგილის დათვალიერება ამ დრომდე, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, ვერ შეძლეს.
სამწუხაროდ, ჩვენ თანამშრომლებს არ მიეცათ შესაძლებლობა ადგილი დაგვეთვალიერებინა, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, ჩვენ სხვა ვერსია არ გვაქვს, გარდა იმის, რაც მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებიდან.
წესის შესაბამისად, ქალაქში თითოეული სახლი წლის განმავლობაში მოწმდება, უსაფრთხოებაზე, თუმცა, კონკრეტულად მეხუთე სართულს რაც შეეხება, ამ ბინაში, 1 წლის განმავლობაში მაცხოვრებელი არ ფიქსირდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაკეტილი ხვდებოდათ თანამშრომლებს ეს ბინა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ წლის განმავლობაში მას გადასახდელი თანხა არ ჰქონია.
შეტყობინებას რაც შეეხება - გასული 2 წლის განმავლობაში აღნიშნული ტერიტორიიდან არ გვქონია ინფორმაცია გაზის გაჟონვასთან დაკავშირებით, ვინმეს მოემართოს, რაც შეეხება შემოწმებას - შემოწმება ჩატარებულია აღნიშნულ ტერიტორიაზე, თუმცა, კონკრეტულად ეს ბინა დაკეტილი იყო და შესაბამისად შეღწევა ვერ მოხდა, - უთხრა მან “პირველებს. “
აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა - “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 4 პირი გამოიყვანეს, მათგან ერთი მოზარდია. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები. შს მინისტრის განცხადებით, კლინიკაში გადაყვანილებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
სულხან თამაზაშვილისვე ცნობით, მიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია.
მინისტრის თქმით, აფეთქება კორპუსში გაზის გამათბობელმა გამოიწვია.
“უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ .
ასევე ნახეთ:
- მიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია - შს მინისტრი
- შს მინისტრი ამბობს, რომ აფეთქება კორპუსში გაზის გამათბობელმა გამოიწვია
- საყრდენი კედელი გადმოიხარა და კორპუსის ნგრევის საფრთხე რეალურია - შს მინისტრი