"მნიშვნელოვანია, გავცდეთ სათაურს" - მინისტრები რუსული კანონის დამცველთა რიგებში
მინისტრები რუსული კანონის დამცველთა რიგებში - მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამტკიცებენ, რომ "ოცნების" ხელმეორედ ინიცირებული კანონი ანტიევროპული არ არის და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და მათთვის აგენტის იარლიყის მიწებებას არ ემსახურება.
ლევან დავითაშვილი ჟურნალისტებთან თავს იკავებს პოზიციის დაფიქსირებისგან კანონპროექტის სათაურთან დაკავშირებით - არის თუ არა მისთვის მისაღები კანონპროექტის სათაური - "კანონი უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის შესახებ".
დავითაშვილს ეს კითხვა ჟურნალისტმა რამდენჯერმე გაუმეორა, ვიცე-პრემიერი კი ამბობს, რომ "სათაურზე შეიძლება სხვადასხვა აზრი არსებობდეს", თუმცა ამტკიცებს, რომ აქ შინაარსია მთავარი და არა იარლიყების მიწებების საფრთხე.
არსი არის ანგარიშგება, მაქსიმალური გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება. იარლიყზე არ ვთანხმდებით. ტერმინმი არ არის, ვფიქრობ, რომ შინაარსი არის ძალიან ცალსახა, არ მგონია, რომ რომელიმე ჯგუფს შეიძლება კითხვა ჰქონდეს, თუ მას რაიმე დასამალი არ აქვს. რაც შეეხება სათაურს, სათაურზე შეიძლება სხვადასხვა აზრი არსებობდეს. თუ მნიშვნელოვანი შემოსავლები კონკრეტული ქვეყნიდან არის, ეს თავის თავში მოიაზრებს, რომ გარკვეულწილად ეს ორგანიზაცია ატარებს ამ ქვეყნის ინტერესს,“ - ამბვობს დავითაშვილი.
რაც შეეხება პარტნიორების კრიტიკას, როგორც ამერიკელი, ისე ევროპელი ლიდერებისა და ორგანიზაციების მხრიდან, ირკვევა, რომ ფინანსთა მინისტრმა მწვავე განცახდებებში ვერ ამოიკითხა ისეთი შინაარსი, რომელიც დაანახებდა, რომ კანონპროექტი ქვეყნისთვის საფრთხისშემცველია. ხუციშვილი პარტნიორებს შინაარსზე მსჯელობას ურჩევს.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავცდეთ სათაურს, სადაც აგენტი არ არის მოხსენიებული და დავიწყოთ საუბარი შინაარსზე. ანგარიშგების გამოქვეყნება ვერ იქნება შემზღუდველი ამა თუ იმ საქმიანობის. მაგ განცხადებებში, რომელიც მოისმინეთ, რაიმე კონკრეტული რეგულაცია არის მითითებული, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას? შინაარსზე იყოს მეტი მსჯელობა, თუ რა არის მიუღებელი აღნიშნულ კანონპროექტთან მიმართებაში,“ - ამბობს ლაშა ხუციშვილი.
რუსული კანონი პარლამენტში ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება, რის შემდეგაც დაიწყება საკომიტეტო მოსმენები. რუსული კანონის ხელმეორედ რეგისტრაციას პარტნიორების მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა:
შესაძლოა, საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ძირი გამოუთხაროს - ლანდსბერგისი "რუსულ კანონზე"
მოვუწოდებთ "ოცნებას," დაუყოვნებლივ გაიწვიოს - Freedom House რუსულ კანონზე
"სინანულით ვუყურებთ, რომ საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კვლავ ხდება მისი განხილვა" - ჰოფმანი "რუსულ კანონზე"