პარლამენტს შალვა პაპუაშვილი სპეცრაზმის დახმარებით ტოვებს
პარლამენტს პაპუაშვილი სპეცრაზმის დახმარებით ტოვებს. სესიაზე რუსული კანონის განხილვის პირველი დღის დასრულების შემდეგ დეპუტატები რობოკოპების დახმარებით ტოვებენ.
რუსული კანონის განხილვა სასესიო სხდომაზე დღეს დასრულდა, კენჭისყრა ხვალ გაგრძელდება.
პარლამენტის ჭიშკარი სპეცრაზმს აქვს დაკავებული, ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს, არც მედიას აქვს მიახლოების საშუალება.
ამ წუთებში პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს - არა რუსულ კანონს!
ოპოზიცია კანონპროექტის გაწვევას ითხოვს. სხდომა დღეს დაპირისპირების, ხმაურისა და გინების ფონზე მიმდინარეობდა.
პარლამენტთან დაძაბული ვითარებაა, მობილიზებულია უპრეცენდენტო რაოდენობის სამარტალდამცავები. სპეცრაზმი პარლამენტის შენობიდან გარეთ გამოიყვანეს.