პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. ადგილზე მისულ სტუდენტებს აქციის მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ.
ამ დროისთვის, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, გზაზე სხედან.
საპროტესტო მსვლელობა დაიწყო კავკასიის უნივერსიტეტიდანაც, სადაც გაფიცული სტუდენტები საყოველთაო მოთხოვნას უერთდებიან და რუსული კანონის ჩაგდებას ითხოვენ.
იმის მიუხედავად, რომ რუსული კანონი მესამე მოსმენით კომიტეტზე "ოცნების" დეპუტატებმა ერთხმად დაამტკიცეს, მოქალაქეები პარლამენტთან რჩებიან და არ იშლებიან.
რუსული კანონი მესამე მოსმენით კომიტეტზე დამტკიცებულია - კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადებას მხარი 1 წუთსა და 4 წამში დაუჭირა. სხდომა ისე დაიწყო, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები არ იმყოფებოდნენ დარბაზში.
"ოცნების" დეპუტატებმა პარლამენტის შენობა უკვე დატოვეს, მათ სამართალდამცავების ალყაში მოქცეული შენობიდან სპეცრაზმის დახმარებით დატოვეს საკანონმდებლო ორგანო.
"პირველების" კამერამ არაერთი შემთხვევა დააფიქსირა, როდესაც სამართალდამცავები დემონსტრანტებს უსწორდებიან.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამართალდამცავები, რომლებიც აგრესიით გამოირჩევიან, სპეცრაზმელები არიან და ისინი უსწორდებიან სასტიკად დემონსტრანტებს.
- პოლიცია აქციის მონაწილეებს და ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და აგინებს
- სპეცერაზმი ძირსდაგდებულ მოქალაქეებს გამეტებით, ჯგუფურად ურტყამს - უძიმესი ვიდეო
- ხელებშეკრული ადამიანები პარლამენტის უკანა შესასვლელთან - დაკავებები გრძელდება
- პარლამენტთან სამართალდამცველებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს
- "ერთ კაცს 9 სპეცრაზმელი ურტყამს" - ჭიჭინაძის და ჟვანიას ქუჩების კვეთაზე ვითარება პერიოდულად იძაბება
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს - გომელაურის უწყების ცნობით, რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის სამართალდამცველებმა 20 ადამიანი დააკავეს.