სახდეპის მიერ სანქცირებულ მთავრობას აირჩევს თუ არა მოსახლეობა მეოთხე ვადით? - რას ამბობს კალაძე

07.06.24 13:16
სახდეპის მიერ სანქცირებულ მთავრობას აირჩევს თუ არა მოსახლეობა მეოთხე ვადით? - რას ამბობს კალაძე

სახდეპის მიერ სანქცირებულ მთავრობას აირჩევს თუ არა მოსახლეობა მეოთხე ვადით? - კახა კალაძე ირწმუნება, რომ "ქართული ოცნება" ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით იქნება.

თბილისის მერი შემაფერხებელ ფაქტორად ვერ აღიქვამს ამერიკის სანქციებს, სადაც სახდეპი სავიზო რეჟიმის შეზღუდვის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რუსული კანონის მიღებას და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას ასახელებს. 

„რაც შეეხება არჩევნებს, ქართული ოცნება მოვა კონსტიტუციური უმრავლესობით,“ - ამბობს კალაძე.

სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.

 "ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?

მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.

როგორ ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობაში სახდეპის სანქციებს: 

 

მსგავსი სიახლეები