ხვიჩია: ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ "გირჩი" მარტო და 36 ნომრით გავა არჩევნებზე

05.07.24 17:43
ხვიჩია: ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ "გირჩი" მარტო და 36 ნომრით გავა არჩევნებზე

"ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ "გირჩი" მარტო და 36 ნომრით გავა არჩევნებზე", - ამის შესახებ "პირველებთან" "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია საუბრობს.

დეპუტატის თქმით, პარტიის სახელით ახალ სახეებს საზოგადოება გაიცნობს, თუმცა აქვე ამბობს, რომ "ვერ გეტყვით, სხვა პარტიაში ცნობილი ლიდერები ჩვენს სიაში იქნებიან თუ არა".

ზოგადად, მე მარტო არასდროს არ ვთამაშობ - მე მესმის, რომ პოლიტიკა გუნდური თამაშია და ჩემთან ერთად სულ არიან ჩემი მეგობრებიც - იცნობთ ვახო მეგრელიშვილს, სანდრო რაქვიაშვილს, ჰერმან საბოს, გაიცნობთ ლევან ჯგერენაიას ცოტა ხანში, კიდევ გაიცნობთ ბევრ საინტერესო ადამიანს. მე ვერ გეტყვით, დღევანდელი ვისაც იცნობთ, „გირჩის“ ლიდერები, სხვა პარტიაში ცნობილი ლიდერები ჩვენს სიაში იქნებიან თუ არა, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ "გირჩი" მარტო და 36 ნომრით გავა არჩევნებზე,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.

ოპოზიციას ვადა ეწურება. ორშაბათს პარტიებმა გამსხვილებისს პროცესზე განაცხადი უნდა გააკეთონ.

ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და თვლის, რომ "ოპოზიციას მართებს გაერთიანება და საერთო ოპოზიციური ფრონტის შექმნა რუსული ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ".

2 + 1 - არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების ასეთი კონფიგურაციით გასვლა წარმოუდგენია „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს დავით ბერძენიშვილს. ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ ორი პოლიტიკური ცენტრი იქნება და პლუს გახარია, რომელიც არჩევნებზე მარტო პოზიციონირებას გეგმავს.

"დღის ამბებთან" შესაძლო გადაჯგუფებაზე ისაუბრა პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ "გამსხვილება აუცილებელია. სამუშაო ურთიერთობები აქტიური გვაქვს ძალიან ბევრ ერთეულთან". 

არმაზ ახვლედიანი ერთიან პლატფორმას ემხრობა და ამბობს, რომ "ჩართული ვარ კონსულტაციებში. მიმაჩნია, რომ ერთიანი პლატფორმა იქნებოდა სწორი"

ნიკა გვარამიას თქმით, სავარაუდოდ, პოლიტიკური პარტიები დიდი პოლიტიკური ცენტრის შესახებ განაცხადს 8 ივლისს გააკეთებენ - "რაც შეეხება ერთიან, დიდ პოლიტიკურ ცენტრს, ასეთი პოლიტიკური ცენტრი იქნება“.  გვარამიას თქმით, სამი ოპოზიციური ცენტრი შეძლებს "ქართულ ოცნებაზე" მეტ პროცენტს აიღებს არჩევნებზე.

"ლეიბორისტული პარტია" 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის არცერთ პოლიტიკურ ცენტრში გაერთიანებას არ გეგმავს. "პირველებთან" შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ პარტია საარჩევნოდ ცალკე იასპარეზებს.

"მე ნამდვილად ვრჩები ამ ბრძოლაში, უბრალოდ სად ვიქნები და როგორ, მოვლენებს არ გავასწრებ," - ამის შესახებ "პირველებთან" თამარ კორძაია საუბრობს და ამბობს, რომ რომელ პოლიტიკურ ცენტრთან იქნება, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა.

განიხილავს თუ არა პარტნიორობას გიორგი გახარიას გუნდი ანა დოლიძესა და ალეკო ელისაშვილთან - ამასთან დაკავშირებით ცალსახა პასუხს არ სცემს მიხეილ დაუშვილი.

მსგავსი სიახლეები