სპეცოპერაციების სერია თბილისსა და რეგიონებში - საგამოძიებო სამსახური პირველ განმარტებას აკეთებს

24.10.24 13:50
სპეცოპერაციების სერია თბილისსა და რეგიონებში - საგამოძიებო სამსახური პირველ განმარტებას აკეთებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ქვეყნის მიმდინარე სპეცოპერაციების თემაზე პირველ განმარტებას აკეთებს.

უწყება ამტკიცებს, რომ საქმე დიდი მასშტაბის ფინანსებთანაა დაკავშირებული. 

„მიღებული ინფორმაციით, „ქოლცენტრების“ საქმიანობა დაკავშირებულია იმავე სახის დანაშაულთან, რა დანაშაულზეც აღნიშნული გამოძიება მიმდინარეობს და საქმე გვაქვს გაცილებით დიდი მასშტაბის ფინანსებთან. ასევე, ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ნაწილი დაკავშირებულია წინა პერიოდებში გამოვლენილ ანალოგიური სახის დანაშაულებრივ „ქოლცენტრებთან“.

ადგილზე მისულმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს გარკვეული ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა, მოწყობილობები და დოკუმენტაცია, რაც ამოღებულ იქნა სათანადო წესით.

საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე ასევე ნახეთ: