ამერიკული კომპანიების ჩხრეკა - პრემიერი ამტკიცებს, რომ "საინტერესო ინფორმაცია" აქვთ

24.10.24 14:16
ამერიკული კომპანიების ჩხრეკა - პრემიერი ამტკიცებს, რომ "საინტერესო ინფორმაცია" აქვთ

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საქართველოში არსებულ ამერიკულ კომპანიებში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს აკეთებს.

როგორც "ქართული ოცნების" ლიდერი ამბობს, "დაელოდეთ გამოძიების ინფორმაციას და ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო, მე ვმარჩიელობ ახლა, მაგრამ მგონია რომ შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს".

ცნობისთვის, დღეს „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა გამოძიების ფარგლებში, რომელიც ფულის ჯგუფურად გათეთრებისა და ჯგუფური თაღლითობის მუხლებით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე ასევე ნახეთ:

ფინანსური პოლიციის სპეცოპერაციების სერია ამით არ დასრულებულა: