აქციის დარბევისას სპეცრაზმელი რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ფიზიკურად გაუსწორდა (ვიდეო)

29.11.24 07:25
აქციის დარბევისას სპეცრაზმელი რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ფიზიკურად გაუსწორდა (ვიდეო)

 

 

მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის კიდევ ერთი ფაქტი - მეცნიერებათა აკადემიასთან, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას რადიოთავისუფლების ჟურნალისტზე, დათო ცაგარელზე სპეცრაზმელმა იძალადა. 

ნიღბიანმა პირმა ჟურნალისტს მუცლის არეში მუშტი ჩაარტყა.

ცაგარელი არ არის მედიის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც აქციაზე პროფესიული საქმიანობის შესრუელბის დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომ საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეებს და ჟურნალისტებს გამეტებით ურტყამენ. 

  • რუსთაველის გამზირზე გადაღებული კადრების გაშიფვრის შემდეგ დასტურდება, რომ "ფორმულას" ჟურნალისტს, გურამ როგავას პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს, თავს სპეცრაზმელი დაესხა.
  • პოლიცია სასტიკად გაუსწორდა  “ტვ პირველის“ გამოძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ტელეოპერატორ გიორგი შეწირულს - გომალაურის თანამშრომლებმა რეპორტიორი წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორნენ. 

ამ დროსი მონაცემებით, საპროტესტო აქციაზე “ტვ პირველის“ 5 თანამშრომელი - ჟურნალისტები და ოპერატორები დაშვდნენ.

  • ოპერატორი, ნიკო კოკაია დღეს ძალადობის მსხვერპლი მეორედ გახდა - მაშინ როცა ჩვენი ოპერატორი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა მას სპეცრაზმმა ახლო მანძილიდან, სახეში, დამიზნებით წიწაკის სპრეი შესახა. 
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობრივი ქმედებების შედეგად “ტვ პირველის“ კიდევ ერთი ოპერატორი, დავით ბიჭიკაშვილი დაშავდა. 
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობრივი ქმედებების შედეგად ასევე დაშავდა ტვ პირველის ჟურნალისტი, ანა მდივანი.
  • სპეცრაზმის სამიზნე "ტვ პირველის" რეპორტიორი, ნანუკა ქაჯაია გახდა - შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა ჩვენს კორესპოდენტს დამიზნებით წყლის ჭავლი მაშინ გამოიყენა, როცა ის რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტირ საქმიანობას ეწეოდა და პირდაპირ ეთერში აჩვენებდა მაყირებელს დარბევის ადგილს. 
  • პოლიციამ ძალადობით დააკავა და სცემა „პუბლიკის” ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილი.
  • რუსთაველის გამზირზე, აქციის დარბევის დროს, "მთავარი არხის" ჟურნალისტი, დეა მამისეიშვილი და ოპერატორი, გიორგი გოგინაშვილი დაშავდნენ.
  • აქციაზე დაშავდა “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი, გივი ავალიანი. ასევე, OC მედიას ჟურნალისტი, მარიამ ნიკურაძეც.

  • აქციის გაშუქებისას დაშავდნენ „ფორმულას” ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე და ოპერატორი თედო ქვაჩახია.

 

მსგავსი სიახლეები