გახარია დღეს დააჩმორეს და დაპატარავებული კაცი გვაჩვენეს - ხაბეიშვილი

14.04.25 21:43
გახარია დღეს დააჩმორეს და დაპატარავებული კაცი გვაჩვენეს - ხაბეიშვილი

"ჩაშვების კლასიკურ მაგალითი" - ასე აფასებს ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ყოფილ პრემიერს სხდომაზე გამოცხადების გამო აკრიტიკებს და მას "მენტალურ ქოცს" უწოდებს. ლევან ხაბეიშვილი სხდომის მიმდინარეობისას გაკეთებულ განცხადებებზეც უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ დღეს გიორგი გახარია "დააჩმორეს და საზოგადოებას დაპატარავებული კაცი აჩვენეს". 

დღეს საზოგადოება რასაც უყურებდა, ეს იყო ჩაშვების კლასიკური მაგალითი. "შპიონობის" კლასიკური სახელმძღვანელო იყო, ერთმანეთს როგორ ადანაშაულებდა ორი დამნაშავე პირი. ის პრემიერ-მინისტრი იყო, ის ვიცე-პრემიერი და ერთმანეთს როგორ ჯიჯგნიდნენ. დღეს რაც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო კლასიკური მაგალითი, რას ნიშნავს მენტალური ქოცი. გახარიაც და აქეთ წულუკიანიც. გახარიასთან დაკავშირებით, მე შემეცოდა ის, დააჩმორეს დღეს, დააპატარავეს და დაპატარავებული კაცი გვაჩვენეს", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, დღეს, 14 აპრილს, თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია გამოიკითხა.

რა ხდებოდა სხდომის მიმდინარეობისას და რა გზავნილები გააჟღერა ყოფილმა პრემიერმა?