"გახარიას მისვლა შეცდომა იყო" - ვაშაძე
ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას გამოცხადებას "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე შეცდომად და არასწორ ნაბიჯად აფასებს.
გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისია რეალურად "რუსული საინფორმაციო ომის სცენარია".
ჩემი აზრით, იყო შეცდომა გახარია რომ მივიდა, არასწორი იყო თავისთვისაც. შეცდომა დაუშვა და საერთო პროცესისთვისაც შეცდომა დაუშვა. წულუკიანი და აქეთ მხარეს იმდენად მტყუანები არიან, რომ თავის ველზეც მუდმივად ფეთქდებიან. დღეს უფრო რაღაც გადალაპარაკებები იყო, რომელიც დიდად არ მომისმენია. არ მიყურებია, რატომ უნდა მეყურებინა. თუ არალეგიტიმურია, თუ ვამბობთ, რომ არ მივდივართ, რატომ უნდა ვუყურო. უნდა გავთიშოთ. ეს მთელი სცენარი არის რუსული საინფორმაციო ომის სცენარი, რომ შოუ ჰქონდეთ და სანახაობა ჰქონდეთ", - ამბობს გიორგი ვაშაძე.
ცნობისთვის, დღეს, 14 აპრილს, თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია გამოიკითხა.
რა ხდებოდა სხდომის მიმდინარეობისას და რა გზავნილები გააჟღერა ყოფილმა პრემიერმა?
- 20 ივნისის საქმეზე ამ კომისიამ ჩემთან ერთად უნდა გამოკითხოს ბიძინა ივანიშვილი - გიორგი გახარია
- გახარია წულუკიანს: გაგახსენებთ თქვენს სიტყვებს, რომ მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა, მერე გამოჩნდა "უჩინარი კაცი"
- სკანდალი - გახარია ამბობს, რომ 20 ივნისს მომიტინგეებისთვის ე.წ. დათვის ტყვიები მისი დავალებით არ უსვრიათ
- ხმაური წულუკიანის კომისიაზე: სათამაშოა გომურის ამოთხრილი თვალი?
- ვინ ლობირებდა გავრილოვს - გახარია ასახელებს პირს, ვინც მის მიერ დაბლოკილ დელეგაციას საზღვარი გაუხსნა
- გახარია: მელიას დაკავებას უშუალოდ ივანიშვილი კურირებდა
- გახარია სუბარს: ნუ ბოდავ
- ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება - გახარია ივანიშვილს გვარს პირველად ასახელებს
- თქვენ შეგეშინდათ ბიძინასი, რომელმაც დაგირეკათ და გითხრათ: "გაჩუმდით, ერთი ადგილი მიაყენეთ და რაც არის გასაკეთებელი გააკეთეთო!" - გახარია ე.წ. კომისიის წევრებს