ე.წ. საგამოძიებო კომისია საცირკო სანახაობაა - მაკა ჩიჩუა
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიას "საცირკო სანახაობას" უწოდებს - მაკა ჩიჩუა "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ "ქართული ოცნება" მოსახლეობის დათრგუნვას ცდილობს, რის გამოც ე.წ. საგამოძიებო კომისია შექმნა.
"კომისიაში ვიღაც ქალი ზის და მუშტებით იმუქრება, თან ყველას დახრჩობას და ჩაძირვას უპირებს" - აცხადებს ყოფილი პირველი ლედი, რომელიც ასევე ფიქრობს, რომ ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს იმაზე უფრო ცუდ მომავალს ჰპირდება, ვიდრე დღეს აქვთ.
"ოცნებას" ქვეყანა კრიზისში შეჰყავს, ძაბავენ მოსახლეობას და საზოგადოებას. თრგუნავენ, აშინებენ და ჰპირდებიან უფრო ცუდ მომავალს, ვიდრე დღეს გვაქვს. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. ამიტომაც არის ეს კომისია, ეს საცირკო სანახაობა, სადაც ვიღაც ქალი ზის და მუშტებით იმუქრება. თან ყველას დახრჩობას და ჩაძირვას უპირებს. არ მგონია, რომ მათი რომელიმე ნაბიჯი ამ კრიზის განმუხტავს ემსახურებოდეს. ან მათ საერთოდ ჰქონდეთ მომავლით ხედვა დემოკრატიული სვლით. პირიქით, ვიძირებით და მივდივართ რუსეთისკენ", - ამბობს მაკა ჩიჩუა.
ცნობისთვის, დღეს, 14 აპრილს, თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია გამოიკითხა.
რა ხდებოდა სხდომის მიმდინარეობისას და რა გზავნილები გააჟღერა ყოფილმა პრემიერმა?
- 20 ივნისის საქმეზე ამ კომისიამ ჩემთან ერთად უნდა გამოკითხოს ბიძინა ივანიშვილი - გიორგი გახარია
- გახარია წულუკიანს: გაგახსენებთ თქვენს სიტყვებს, რომ მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა, მერე გამოჩნდა "უჩინარი კაცი"
- სკანდალი - გახარია ამბობს, რომ 20 ივნისს მომიტინგეებისთვის ე.წ. დათვის ტყვიები მისი დავალებით არ უსვრიათ
- ხმაური წულუკიანის კომისიაზე: სათამაშოა გომურის ამოთხრილი თვალი?
- ვინ ლობირებდა გავრილოვს - გახარია ასახელებს პირს, ვინც მის მიერ დაბლოკილ დელეგაციას საზღვარი გაუხსნა
- გახარია: მელიას დაკავებას უშუალოდ ივანიშვილი კურირებდა
- გახარია სუბარს: ნუ ბოდავ
- ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება - გახარია ივანიშვილს გვარს პირველად ასახელებს
- თქვენ შეგეშინდათ ბიძინასი, რომელმაც დაგირეკათ და გითხრათ: "გაჩუმდით, ერთი ადგილი მიაყენეთ და რაც არის გასაკეთებელი გააკეთეთო!" - გახარია ე.წ. კომისიის წევრებს