გახარია და მისი გუნდი ოპოზიციაში არ უნდა იყვნენ - ბუთხუზი

14.04.25 23:34
გახარია და მისი გუნდი ოპოზიციაში არ უნდა იყვნენ - ბუთხუზი

SEED საქართველოს დირექტორი, ლევან ბუთხუზი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ გიორგი გახარია და მისი გუნდის წევრები ოპოზიციაში არ უნდა იყვნენ. 

"განქოცებული ადამიანი შესაძლებელია იყოს 20 ივნისამდე" - აღნიშნავს ლევან ბუთხუზი, რომელსაც მიაჩნია, რომ სისხლიანი მოვლენის მთავარი შემოქმედი სწორედ მაშინდელი შს მინისტრია. 

ასეთი კითხვა მიჩნდება, უნდა იყოს თუ არა გახარია და მისი ამფსონები ოპოზიციაში, ოპოზიციურ სპექტრში იმ სამ კოალიციურ პარტიასთან, რომლის ამომრჩეველიც მე ვარ. ახლა რომლის ამომრჩეველი ვარ არ ვასახელებ. ჩემი აზრით არ უნდა იყოს, იმ მარტივი მოცემულებით, რომ ჩემთვის პირადად, ერთი მოქალაქისთვის განქოცებული ადამიანი შესაძლებელია იყოს 20 ივნისამდე. ჩემთვის ზღვარი არის 20 ივნისი. 20 ივნისს, ვინც დაინახა, რომ ეს არის რუსული რეჟიმი იმ დღეს უნდა წამოსულიყო. ადამიანი, რომელიც შემოქმედი არის ამ ყველაფრისა და მთავარია, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და ვერ აიღო, რა თქმა უნდა, გადააქვს ისრები სხვისკენ და ისევ ლაპარაკობს რაღაცეებს. ყველაფერი ნათელია, რაც მოხდა. წავიდეს სახლში, დაგვანებოს თავი", - ამბობს ლევან ბუთხუზი.

ცნობისთვის, დღეს, 14 აპრილს, თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია გამოიკითხა.

რა ხდებოდა სხდომის მიმდინარეობისას და რა გზავნილები გააჟღერა ყოფილმა პრემიერმა?