გახარიამ შეთანხმება დაარღვია, ორჯერ დავფიქრდებით სანამ ხელს ჩამოვართმევთ - თაზო დათუნაშვილი
ოპოზიციური პარტიები გიორგი გახარიას მეხუთე პრეზიდენტთან ერთად მიღწეული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.
- ოთხმა მთავარმა პარტიამ ზურაბიშვლთან ერთად პირობა დადო, რომ არ მივდინოდნენ წულუკიანის კომისიაზე და ლეგიტიმაციას არალეგიტიმურ პარლამენტს არ მისცემდნენ. ოთხიდან სამმა პირობა შეასრულა, რაც ლიდერებს ბრალის წარდგენის ფასი დაუჯდათ.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი ამბობს, რომ ახლა გახარიას გუნდს ახსნა-განმარტება აქვს მსიაცემი საზოგადოებისთვის, თუ რატომ დაარღვია შეთანხმება და რატომ გამოცხადდა არალეგიტიმურ პარლამენტში.
ჩვენ ორჯერ დავფიქრდებით აწი, როდესაც რაღაცაზე ხელს ჩამოვართმევთ მის გუნდს - ამბობს დათუნაშვილი და აცხადებს, რომ გახარიამ წულუკიანის ე.წ. კომისიაზე მისვლით საკუთარი სახელი დააზიანა.
როდესაც ერთის მხრივ ამბობ პარლამენტზე, რომ ის არ არის ლეგიტიმური, მაგრამ იქიდან არ გამოდიხარ, როდესაც ამბობ, რომ ეს კომისია არაფერს არ აკეთებს, მისი საქმიანობობა ფუჭია და ამ კომისიაზე მიდიხარ და იღებ მონაწილეობას. როდესაც არღვევ ისედაც რთულად მისაღწევ პოლიტიკურ შეთანხმებას ამ ქვეყანაში ოპოზიციურ სპექტრთან, ამას აკეთებ და თან ამაზე არავის არ აფრთხილებ, ეს არის კარგი პოლიტიკური მიდგომები და არ არის სწორი პოლიტიკური სვლა. ამითი ვერც ვერაფერი ვერ მოიგო, ვერც თავის პარტიას მოუტანა რამე, ოღონდ დააზიანა თავის სახელი, როგორც პოლიტიკური პარტნიორის, ჩვენ ორჯერ დავფიქრდებით აწი, როდესაც რაღაცაზე ხელს ჩამოვართმევთ მის გუნდს, ამიტომ, ეს შეთანხმება რატო გადათქვი, ამაზე ახსნა-განმარტება აქვს მისაცემი საზოგადოებისთვის გახარიას გუნდს". - ამბობს თაზო დათუნაშვილი.
ცნობისთვის, 14 აპრილს, თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია გამოიკითხა.
რა ხდებოდა სხდომის მიმდინარეობისას და რა გზავნილები გააჟღერა ყოფილმა პრემიერმა?
- 20 ივნისის საქმეზე ამ კომისიამ ჩემთან ერთად უნდა გამოკითხოს ბიძინა ივანიშვილი - გიორგი გახარია
- გახარია წულუკიანს: გაგახსენებთ თქვენს სიტყვებს, რომ მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა, მერე გამოჩნდა "უჩინარი კაცი"
- სკანდალი - გახარია ამბობს, რომ 20 ივნისს მომიტინგეებისთვის ე.წ. დათვის ტყვიები მისი დავალებით არ უსვრიათ
- ხმაური წულუკიანის კომისიაზე: სათამაშოა გომურის ამოთხრილი თვალი?
- ვინ ლობირებდა გავრილოვს - გახარია ასახელებს პირს, ვინც მის მიერ დაბლოკილ დელეგაციას საზღვარი გაუხსნა
- გახარია: მელიას დაკავებას უშუალოდ ივანიშვილი კურირებდა
- გახარია სუბარს: ნუ ბოდავ
- ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება - გახარია ივანიშვილს გვარს პირველად ასახელებს
- თქვენ შეგეშინდათ ბიძინასი, რომელმაც დაგირეკათ და გითხრათ: "გაჩუმდით, ერთი ადგილი მიაყენეთ და რაც არის გასაკეთებელი გააკეთეთო!" - გახარია ე.წ. კომისიის წევრებს