გახარიას გუნდი: "ოცნება საკუთარ მოედანზე დავამარცხეთ, კომისია იმპოტენტია"
გახარიას გუნდში ირწმუნებიან, რომ ექსპრემიერის არალეგიტიმურ პარლამენტში ე.წ. კომისიაზე გამოცხადება გამბედავი ნაბიჯი იყო. მეტიც, ზაზა თავაძე "პირველებთან" ამბობს, რომ გიორგი გახარიამ გუშინ "ოცნება საკუთარ მოედანზე დაამარცხა".
თავაძე ფიქრობს, რომ წულუკიანის კომისიას გახარიას გუშინდელი განცხადებებით "დაესვა წერტილი, გახდა ქმედუუნარო და იმპოტენტი"
მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთი ცალკე აღებული გამბედავი, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ნაბიჯი, რომელმაც შემოიყვანა თამაშში ხალხო ბიძინა ივანიშვილი და მე პირდაპირ გეტყვით, რომ აქციებზე ყოფნისას და სხვადასხვა დისკუსიებში ყოფნისას, ბევრი ადამიანი პირდაპირ მეუბნებოდა, რომ ჩვენ ვართ თქვენი მხარდამჭერები იმ შემთვევაში, თუ გიორგი გახარია იტყვის რატომ გადადგა და 20 ივნისს ვინ გასცა ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენებაზე. შესაბამისად ეს კითვები საზოგადოებამ მიიღო და ახლა თქვენ თუ მეუბნებით, რომ იქ ვიღაცა ვიღაცას რაღაცას დაპირდა და ამიტომ არ უნდა მისულიყო გიორგი გახარია - ბოდიში რა. "ოცნება" დამარცხებულ იქნა საკუთარ მოედანზე. ამ კომისიას ფაქტობრივად დაესვა წერტილი, ეს კომისია გუშინდელი დღის მერე არის ქმედუუნარო და იმპოტენტი, შესაბამისად, ის ჰიბრიდული პროპაგანდა და ომი, რაც ხორციელდებოდა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ, ეს შეჩერდა. ახლა საზოგადოებამ განსაჯოს - გახარია მოიქცა, როგორც პასუხისმგებლიანი, თანმიმდევრული და გამბედავი პოლიტიკოსი, თუ არა", - ამბობს ზაზა თავაძე.
ცნობისთვის, 14 აპრილს, თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია გამოიკითხა.
რა ხდებოდა სხდომის მიმდინარეობისას და რა გზავნილები გააჟღერა ყოფილმა პრემიერმა?
- 20 ივნისის საქმეზე ამ კომისიამ ჩემთან ერთად უნდა გამოკითხოს ბიძინა ივანიშვილი - გიორგი გახარია
- გახარია წულუკიანს: გაგახსენებთ თქვენს სიტყვებს, რომ მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა, მერე გამოჩნდა "უჩინარი კაცი"
- სკანდალი - გახარია ამბობს, რომ 20 ივნისს მომიტინგეებისთვის ე.წ. დათვის ტყვიები მისი დავალებით არ უსვრიათ
- ხმაური წულუკიანის კომისიაზე: სათამაშოა გომურის ამოთხრილი თვალი?
- ვინ ლობირებდა გავრილოვს - გახარია ასახელებს პირს, ვინც მის მიერ დაბლოკილ დელეგაციას საზღვარი გაუხსნა
- გახარია: მელიას დაკავებას უშუალოდ ივანიშვილი კურირებდა
- გახარია სუბარს: ნუ ბოდავ
- ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება - გახარია ივანიშვილს გვარს პირველად ასახელებს
- თქვენ შეგეშინდათ ბიძინასი, რომელმაც დაგირეკათ და გითხრათ: "გაჩუმდით, ერთი ადგილი მიაყენეთ და რაც არის გასაკეთებელი გააკეთეთო!" - გახარია ე.წ. კომისიის წევრებს