ალბათ, გათავისუფლებული თანამდებობის პირებიდან შემდეგი ლევან დავითაშვილი იქნება - დოლიძე
პოლიტიკიდან ირაკლი ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ვარაუდობს, რომ შემდეგი, ვისაც დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, ლევან დავითაშვილი იქნება.
"ის (დავითაშვილი) შემორჩა ძველი კოჰორტიდან, არ წარმოადგენს ახალ შემადგენლობას. არ არის მდინარაძის, კობახიძის, კალაძის გუნდიდან. თუ თვითმფრინავში არ მოხსნეს, ეგეც კარგია" - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერში.
ლევან დავითაშვილის ადგილას კარგად მოვუსმენდი საინფორმაციო საშუალებებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოფრენამდე, რადგან გათავისუფლებული თანამდებობის პირებიდან შემდეგი, ალბათ, ეგ იქნება. ის შემორჩა ძველი კოჰორტიდან, არ წარმოადგენს ახალ შემადგენლობას. არ არის მდინარაძის, კობახიძის, კალაძის გუნდიდან. ის წინა შემადგენლობიდან არ არის. თუ თვითმფრინავში არ მოხსნეს, ეგეც კარგია. ამ ეტაპზე ის საკუთარ მომავალზე უფრო უნდა ზრუნავდეს, ვიდრე სხვა რამეზე.
რაც შეეხება ღარიბაშვილის გასვლას, ამას არანაირი მნიშვნელობა, შემხებლობა, ცვლილება ამ ადამიანების მდგომარეობასა და ცხოვრების დონეზე არ ექნება. შეიძლება, უბრალოდ ახლადდანიშნული ადამიანი უფრო გამდიდრდეს. საქართველოს მოქალაქისთვის ვინ წავა და ვინ მოვა "ქართული ოცნების" თანამდებობის მფლობელებს შორის, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს". - განაცხადა ანა დოლიძემ.
- ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის პოლიტიკიდან მიდის.
- გადამდგარმა ღარიბაშვილმა ივანიშვილს მადლობა 8-ჯერ გადაუხადა
- მიზანშეწონილად არ ჩავთვალე... - ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე გამოსამშვიდობებელ სიტყვაში არ უხსენებია
- ღარიბაშვილი: შეიძლება, პოლიტიკაში მოსვლა მომიწიოს
ღარიბაშვილი თანამდებობიდან ისე მიდის, არ იცის, სანქციებს გადაურჩა თუ არა
რატომ გადაწყვიტა პოლიტიკიდან წასვლა ახლა - რას ამბობს ღარიბაშვილი