დადგება დრო, როდესაც კორუმპირებული ღარიბაშვილი სამართლიანი სასამართლოს წინაშე პასუხს აგებს - დეკანოიძე

25.04.25 21:49
დადგება დრო, როდესაც კორუმპირებული ღარიბაშვილი სამართლიანი სასამართლოს წინაშე პასუხს აგებს - დეკანოიძე

"მნიშვნელობა არ აქვს, არალეგიტიმურ პოსტზე ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელი ვინ იქნება" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარე კორუმპირებული პირია, რომელმაც სახელმწიფო სახსრები მიითვისა და მოქალაქეების წინაშე არაერთი დანაშაული ჩაიდინა, სწორედ ამიტომ ხატია დეკანოიძე იმედოვნებს, რომ ღარიბაშვილი სამართლიანი სასამართლოს წინაშე პასუხს აგებს. 

ჩემთვის ეს საკითხი დიდი მნიშვნელობის არ არის. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელი ნებისმიერ არალეგიტიმურ პოსტზე. ჩვენ ვართ მძიმე ვითარებაში, როდესაც ქვეყანას მართავს ერთი ადამიანი. ამ ადამიანს უნდა, რომ ქვეყანა რუსულ ლაფში, წუმპეში ჩაიძიროს. გვაქვს უმძიმესი მოცემულობა, რომ რეჟიმის ტყვეები გვყავს, არ არსებობს ქვეყანაში არჩევნები. გაუქმებულია ყველანაირი დემოკრატიული პროცესი. ჩემთვის ღარიბაშვილი კორუმპირებულია. გვახსოვს მისი დანაშაულები, 5 ივლისი. დადგება დრო, როდესაც იგი აუცილებლად პასუხს აგებს სამართლიანი სასამართლოს წინაშე. ეს არის ადამიანი, რომელმაც სახელმწიფო სახსრები მიითვისა. როცა დასჭირდება მაშინ ამოიღებს ივანიშვილი რეჟიმის ნებისმიერ წარმომადგენელს და დასვამს". - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

მსგავსი სიახლეები