"ჩაძირული გემიდან ვირთხები გარბიან" - დათუნაშვილი ღარიბაშვილის წასვლაზე
"ჩაძირული გემიდან ვირთხები გარბიან" - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდანს წასვლაზე.
მისი თქმით, საქართველოს გარუსების პროცესი სწორედ ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრობის დროს დაიწყო, ამიტომაც ის წასვლით პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის.
საქართველოს გარუსების პროცესი დაიწყო მაშინ, როცა ღარიბაშვილი იყო პრემიერ მინისტრი. საქართველომ უარი საბოლოოდ თქვა საქართველოს მოსახლეობის უმთავრეს არჩევანზე ევროპაზე, როცა ღარიბაშვილი იყო მმართველი პარტიის თავმჯდომარე. შესაბამისად, ვერავითარ პასუხისმგებლობას ღარიბაშვილი წასვლით ვერ მოიხსნის. ღარიბაშვილის წასვლა ერთის მხრივ არის სიმპტომი იმისა, რომ ჩაძირული გემიდან ვირთხები გარბიან. სანქციებით შეშინებული და პანიკაში ჩავარდნილი "ოცნების" ლიდერები ცდილობენ ყველა ფორმით, რომ დატოვონ თამაში", - ამბობს თაზო დათუნაშვილი.
- ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის პოლიტიკიდან მიდის.
- გადამდგარმა ღარიბაშვილმა ივანიშვილს მადლობა 8-ჯერ გადაუხადა
- მიზანშეწონილად არ ჩავთვალე... - ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე გამოსამშვიდობებელ სიტყვაში არ უხსენებია
- ღარიბაშვილი: შეიძლება, პოლიტიკაში მოსვლა მომიწიოს
ღარიბაშვილი თანამდებობიდან ისე მიდის, არ იცის, სანქციებს გადაურჩა თუ არა
რატომ გადაწყვიტა პოლიტიკიდან წასვლა ახლა - რას ამბობს ღარიბაშვილი