მორგოშია ამბობს, რომ ლევან ჯანგველაძის "კანონიერ ქურდ" ძმასთან მკვლელობაზე საუბარი ჰქონდა
კოკა მორგოშია ამბობს, რომ ლევან ჯანგველაძის "კანონიერ ქურდ" ძმასთან მკვლელობაზე საუბარი ჰქონდა. როგორც "ალტ ინფოს" ლიდერმა სასამართლოზე განაცხადა, მერაბ ჯანგველაძესთან ხშირი ურთიერთობა ქქვს და ლევან ჯანგველაძის მკვლელობაზე ხშირად ჩადიოდა მასთან ევროპაში.
მერაბთან თავისთავად ცხადია მქონდა მკვლელობაზე საუბარი, თუმცა მას ჩემთან პოზიცია არ დაუფიქსირებია. ბერძნებზე არაფერი ულაპრაკია, ზოგადად მერაბი არ რეკავს და ამ თემაზე ასე არ კითხულობს. ხშირად ჩავდიოდი მერაბთან ევროპაში, ლევანის მკვლელობამდე. მასთან ახლაც ხშირი ურთიერთობა მაქვს.
მორგოშიას თქმით, ლევან ჯანგველაძესა და ფარცხალაძეს შორის კონფლიქტის მიზეზი "ვაილდბერისიც" გახდა - ეს არის რუსული გიგანატი სანქცირებული კომპანია, რომელიც საქართველოში 2024 წლიდან ოპერირებს.
როგორც პროკურატურის მოწმემ დღეს თქვა, არც ჯანგველაძე და არც ყოფილი გენპროკურორი არ იღებდნენ მოგებას აღნიშნული კომპანიიდან, თუმცა ისინი დაინტერესებულ პირებს წილების გადანაწილებაში ეხმარებონენ.
ოთარ ფარცხალაძეც და ლევან ჯანგველაძეც ახლობლებს ეხმარებოდნენ სიგარეტის ბიზნესში. ვაილდბერისის შემთხვევაშიც მათი პირადი ფინანსური მოგება არ იყო. ასევე მესამე დაპირისოირების ეპიზოდია
მირცხულავას საქმე, როცა ის მივიდა ლევანთან და ოთართან შუამდგომლობა სთხოვა, რადგან მირცხულავას ახლობლები იყვნენ დაკავებული. ოთარმა ლევანს უთხრა, რომ მე მაგ საქმეში არაფერ შუაში ვარო და გაირკვა რომ რეალურად იყო. ამაზეც დაიძაბა ურთიერთობა", - განაცხადა მორგოშიამ.
ამ კომპანიის შესახებ შაბათის ეთერმა თვეების წინ ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა.
- ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.
ასევე ნახეთ:
- ჯანგველაძეს რუსეთმა შესთავაზა, ქართულ-რუსულ საკითხებში პოლიტიკური მიმართულებით ჩართულიყო - მორგოშიას სკანდალური ჩვენება
- ვისი სახელით პოზიციონირებდა ფარცხალაძე რუსეთში და როდის გადაიკვეთა ექს პროკურორისა და "კანონიერი ქურდის" ძმის გზები?
- ფარცხალაძეს ტელევიზია "ალტ-ინფოს" 50%-იანი წილის ყიდვა უნდოდა - კოკა მორგოშია
- მორგოშია ამბობს, რომ ლევან ჯანგველაძის "კანონიერ ქურდ" ძმასთან მკვლელობაზე საუბარი ჰქონდა
- ჯანგველაძე გია ჩადუნელს და კახა ძანძავას არ ენდობოდა - კოკა მორგოშია
- მორგოშია ასახელებს მიზეზს, რის გამოც მისი მტკიცებით, ოთარ ფარცხალაძესთან "ურთიერთობა დაეძაბა"
- "ერთხელ ფარცხალაძემ მითხრა, ახლა რუსეთში ლევან ჯანგველაძის პალაჟენიაა და სახიფათოაო" - კოკა მორგოშიას ჩვენება
- ლევან ჯანგველაძე შემდეგ ჩამოსვლაზე დაცვის აყვანას გეგმავდა, ის საფრთხეს გრძნობდა ფარცხალაძისგან - კოკა მორგოშია