მორგოშია ამბობს, რომ ფარცხალაძეს და ჯანგველაძეს შორის კონფლიქტის მიზეზი სანქცირებული კომპანია "ვაილდბერისიც" გახდა
კოკა მორგოშიას თქმით, ლევან ჯანგველაძესა და ოთარ ფარცხალაძეს შორის კონფლიქტის მიზეზი კომპანია "ვაილდბერისიც" გახდა - ეს არის რუსული სანქცირებული კომპანია, რომელიც საქართველოში 2024 წლიდან ოპერირებს.
როგორც პროკურატურის მოწმემ დღეს თქვა, არც ჯანგველაძე და არც ყოფილი გენპროკურორი არ იღებდნენ მოგებას აღნიშნული კომპანიიდან, თუმცა ისინი დაინტერესებულ პირებს, სავარაუდოდ, წილების გადანაწილებაში ეხმარებონენ.
ოთარ ფარცხალაძეც და ლევან ჯანგველაძეც ახლობლებს ეხმარებოდნენ სიგარეტის ბიზნესში. ვაილდბერისის შემთხვევაშიც მათი პირადი ფინანსური მოგება არ იყო. ასევე მესამე დაპირისპირების ეპიზოდია
მირცხულავას საქმე, როცა ის მივიდა ლევანთან და ოთართან შუამდგომლობა სთხოვა, რადგან მირცხულავას ახლობლები იყვნენ დაკავებული. ოთარმა ლევანს უთხრა, რომ მე მაგ საქმეში არაფერ შუაში ვარო და გაირკვა, რომ რეალურად იყო. ამაზეც დაიძაბა ურთიერთობა", - განაცხადა მორგოშიამ.
ამ კომპანიის შესახებ შაბათის ეთერმა თვეების წინ ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა. სწორედ ამ ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ "ვაილდბერისის" ერთ-ერთი მფლობელი "ქართუ ბანკის" ერთ-ერთი შეფი იყო, რომელიც წილების გადაფორმების შემდეგ საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა.
ასევე ნახეთ:
- ჯანგველაძეს რუსეთმა შესთავაზა, ქართულ-რუსულ საკითხებში პოლიტიკური მიმართულებით ჩართულიყო - მორგოშიას სკანდალური ჩვენება
- ვისი სახელით პოზიციონირებდა ფარცხალაძე რუსეთში და როდის გადაიკვეთა ექს პროკურორისა და "კანონიერი ქურდის" ძმის გზები?
- ფარცხალაძეს ტელევიზია "ალტ-ინფოს" 50%-იანი წილის ყიდვა უნდოდა - კოკა მორგოშია
- მორგოშია ამბობს, რომ ლევან ჯანგველაძის "კანონიერ ქურდ" ძმასთან მკვლელობაზე საუბარი ჰქონდა
- ჯანგველაძე გია ჩადუნელს და კახა ძანძავას არ ენდობოდა - კოკა მორგოშია
- მორგოშია ასახელებს მიზეზს, რის გამოც მისი მტკიცებით, ოთარ ფარცხალაძესთან "ურთიერთობა დაეძაბა"
- "ერთხელ ფარცხალაძემ მითხრა, ახლა რუსეთში ლევან ჯანგველაძის პალაჟენიაა და სახიფათოაო" - კოკა მორგოშიას ჩვენება
- ლევან ჯანგველაძე შემდეგ ჩამოსვლაზე დაცვის აყვანას გეგმავდა, ის საფრთხეს გრძნობდა ფარცხალაძისგან - კოკა მორგოშია