რა გიქნია, დოიაშვილო? რას კადრულობ? როდის მერე გვინდა, რომ კულტურა იყოს პოლიტიკური - ლომინაძე

10.04.24 16:45
რა გიქნია, დოიაშვილო? რას კადრულობ? როდის მერე გვინდა, რომ კულტურა იყოს პოლიტიკური - ლომინაძე

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში დავით დოიაშვილს აკრიტიკებს.

ირინე ლომინაძე წერს, რომ თეატრის სცენა პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული. ლომინაძე ხელოვანებს მოუწოდებს, რომ დარჩნენ პროფესიულ ველზე და ერთმანეთს შორის პოლიტიკური კამათი არ გააჩაღონ.

ეს რა გიქნია, დავით დოიაშვილო? რას კადრულობ?

როდის მერე გვინდა ჩვენ, ხელოვანებს, რომ ხელოვნება და ამ შემთხვევაში კულტურა იყოს პოლიტიკური? მახსოვს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დაამკვიდრა ასე ჩვენში და გვყოფდა მუდმივად.

ამ ტრადიციას აგრძელებს ახლა დოიაშვილი და მისი "ახალი თეატრი"?!! ჩვენ ვერ გვხედავთ აქ? ვერ გვხედავთ და არ იცით, რომ მეტნი ვართ, ვისაც მტკივნეულად გვახსოვს, როგორ გვყოფდნენ და ვისაც ეს აღარ გვინდა? ხოდა მოდით, ნუ შევდივართ იმ საპარლამენტო პროცესში, რომელიც პოლიტიკურია. და თუ შევალთ, მაშინ, მოგიწევთ ჩვენი აზრის მოსმენაც და ჩვენ უმრავლესობაში ვართ!

ფულს რომ იღებ, კარგია და საიდან და რისთვის იღებ, ამ ინფორმაციის გასაჯაროება რა გახდა? რა გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური აზრი და მე ვერ გამოვიყენებ, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი (თუ ვიკადრე და ჩემს ქვეყანას ვაკადრე), ქუთაისის სახელმწიფო თეატრის სცენას პოლიტიკური მიზნებისთვის და ვერ ვაჩვენებ სამყაროს, თუ რა უმსგავსობებს ჩადიოდა ნაციონალები ხელისუფლებაში ყოფნისას??? მაგრამ არ ვიკადრებ და არ ვაკადრებ.

ამიტომ ჯობს, რომ დავრჩეთ ჩვენს პროფესიულ ველზე და ნუ დავიწყებთ ხელოვანებს შორის პოლიტიკურ კამათს, მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად ნაცების მობრუნებას ხელისუფლების სათავეში არასოდეს არ დავუშვებ სიცოცხლედაც რომ დამიჯდეს". - წერს ქუთაისის საოპერო თეატრის ხელმძღვანელი, ირინე ლომინაძე. 

ცნობისთვის, 9 აპრილს, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრში, სპექტაკლი "მეფე ლირის" დასრულდების შემდეგ, რუსული კანონი გააპროტესტეს

საზოგადოება რუსული კანონის წინააღმდეგ:

მსგავსი სიახლეები