იმის ნაცვლად, რომ გახარია გამოსულიყო და ეთქვა, რომ დააბეს და საშინელების აღკვეთა ვერ შეძლო, დიდი სიხარულით გახდა პრემიერი - ჩიჩუა
იმის ნაცვლად, რომ გახარია გამოსულიყო და ეთქვა, რომ დააბეს და საშინელების აღკვეთა ვერ შეძლო, დიდი სიხარულით გახდა პრემიერი, - ამის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში მაკა ჩიჩუამ განაცხადა.
საქართველოს ყოფილი პირველი ლედის თქმით, ვერ იგრძნო, რომ გიორგი გახარიამ 20 ივნისის მოვლენები გულწრფელად მოინანია.
ეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზუსტად ის ადამიანია, რომელსაც 20 ივნისს თვალები დაათხრევინა იმ ჯარს. უნდა გამოსულიყო 20 ივნისის შემდეგ და ეთქვა, დამაბეს, გამკოჭეს და მე ვერ შევძელი, რომ ამ საშინელებას წინ აღვდგომოდი და აღმკევეთა. არა, დიდი სიხარულით მოხდა ის, რომ ის გახდა პრემიერ-მინისტრი. ამით წერტილს ვსვამ და არა მრავალ წერტილს. ბევრი კითხვის ნიშანია. მე არ მჯერა ადამიანების, რომლებიც წინა დღეს სახლში შემომივარდებიან, გაუთავებას დამიპირებენ და მერე მეტყვის, რომ არა, არა... ამასაც რომ არ იტყვის. მე ვერ დავინახე მისგან მონანიება". - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
ცნობისთვის, დღეს, 14 აპრილს, თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია გამოიკითხა.
რა ხდებოდა სხდომის მიმდინარეობისას და რა გზავნილები გააჟღერა ყოფილმა პრემიერმა?
- 20 ივნისის საქმეზე ამ კომისიამ ჩემთან ერთად უნდა გამოკითხოს ბიძინა ივანიშვილი - გიორგი გახარია
- გახარია წულუკიანს: გაგახსენებთ თქვენს სიტყვებს, რომ მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა, მერე გამოჩნდა "უჩინარი კაცი"
- სკანდალი - გახარია ამბობს, რომ 20 ივნისს მომიტინგეებისთვის ე.წ. დათვის ტყვიები მისი დავალებით არ უსვრიათ
- ხმაური წულუკიანის კომისიაზე: სათამაშოა გომურის ამოთხრილი თვალი?
- ვინ ლობირებდა გავრილოვს - გახარია ასახელებს პირს, ვინც მის მიერ დაბლოკილ დელეგაციას საზღვარი გაუხსნა
- გახარია: მელიას დაკავებას უშუალოდ ივანიშვილი კურირებდა
- გახარია სუბარს: ნუ ბოდავ
- ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება - გახარია ივანიშვილს გვარს პირველად ასახელებს
- თქვენ შეგეშინდათ ბიძინასი, რომელმაც დაგირეკათ და გითხრათ: "გაჩუმდით, ერთი ადგილი მიაყენეთ და რაც არის გასაკეთებელი გააკეთეთო!" - გახარია ე.წ. კომისიის წევრებს