რატომ გადაიყვანეს მდინარაძე ახალ პოზიციაზე? - რას ამბობენ „ოცნებაში“

31.07.26 15:28
რატომ გადაიყვანეს მდინარაძე ახალ პოზიციაზე? - რას ამბობენ „ოცნებაში“

"ოცნებაში" განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კახა კალაძეს პასუხი არ აქვს. პარტიის გენერალური მდივანი "პირველების" კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ არ იცის, რა მიზეზით მოხდა მამუკა მდინარაძის გადანიშვნა. 

რავიცი, მემგონი, ამაზე ყველაფერი ითქვა ბრიფინგზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გამართა, მე ახალს ვერაფერს დავამატებ. მინდა, მამუკა მდინარაძეს წარმატებები ვუსურვო საკმაოდ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მიმართულებაა რეგიონების მართვა, გამოწვევები არსებობს ცხადია და ამ ყველაფერს სჭირდება დარეგულირება და წარმატებებს ვუსურვებ მას, - ამბობს კალაძე. 

კითხვზე, უნდა ველოდოთ თუ არა ძალოვან უწყებებში სხვა საკადრო ცვლილებებს, კალაძე ამბობს, რომ არც ამის შესახებ აქვს ინფორმაცია. 

მე არ მაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, პრემიერ-მინისტრს დაუსვათ აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვა. საკადრო ცვლილებები ეს არის პრემიერ-მინისტრიოს პრეროგატივა, პრემიერ-მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს ესა თუ ის მინისტრი, მთავრობის წარმომადგენელი და ა.შ., - ამბობს კალაძე. 

"ოცნების" კიდევ ერთი წევრი, თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ ძალოვან უწყებებში სხვა საკადრო ცვლილებებას არ ელოდება, თუმცა მისი თქმით, ყველაფერი შესაძლებელია. 

მისი თქმით, კობახიძემ უკეთ იცის, ვინ სად და როდის დანიშნოს. 

არ მაქვს და არ ველოდები, თუმცა ყველაფერია შესაძლებელი დედამიწაზე. მოხდა ერთი რამის გამო, იმიტომ, რომ გადაწყვიტა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომ პრიორიტეტული არის რეგიონული საკითხების გადაწყვეტა და პოლიტიკის შემუშავება უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე აქამდე იყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრი როგორმე გადაწყვეტს, როდის რა გააკეთოს, საქართველოს კონსტიტუციით მას ამის უფლება ჰქონდა, თქვენ ხომ არ შეგითანხმებდათ?, - ამბობს შარმანაშვილი. 

მამუკა მდინარაძეს აქებს "ოცნების" დეპუტატი არჩილ გორდულაძე. მისი მტკიცებით, რეგიონები მთავრობის პრიორიტეტია და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო მდინარაძის, როგორ გამოცდილი პოლიტიკოსის, ახალ პოსტზე დანიშვნა.

რეგიონები, რეგიონების განვითარება მუნიციპალიტეტებში არაერთი პროექტის განხორციელება, მათ შორის, სოციალური ფონის გაუმჯობესება ჩვენი გუნდის პრიორიტეტია, რასაც ხაზს უსვამს, მათ შორის, ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსის, გამოცდილი მენეჯერის, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის კონკრეტული მიმართულებით გადასვლა, მამუკა მდინარაძეს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, და ვინ, ვინ, თუ არა მამუკა მდინარაძე შეძლებს, რომ საქართველოს მთავრობასა, საქართველოს ხელისუფლებასა და ადგილობრივ მმართველობას შორის იყოს ხიდი და არაერთი პროექტი, რომელიც ხორციელდება, კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით და მეტი შედეგებით იყოს ისევ და ისევ საზოაგდოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, განხორციელებული, - ამბობს არჩილ გორდულაძე. 

ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

ამასთან, სექტემბრიდან გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომელიც 2025 წლის აპრილში გამოეყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს. სამთავრობო სტრუქტურაში ცვლილების გატარებამდე, მოქმედი მინისტრი კახა გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახდება, მამუკა მდინარაძე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებს;

"ქართული ოცბნების" გადაწყვეტილებით, უქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და რომელსაც ამ დრომდე სუს-იდან გადმოყვანილი მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა. 

ამ დროისთვის ოფიციალურად გავრცელებული ცნობით, მამუკა მდინარაძე კვლავ იქნება ვიცე-პრემიერი.

ასევე ნახეთ: 

 

 

მსგავსი სიახლეები