"ჩვენ ვართ ევროპა", Never Back to USSR - სტიკერები პარლამენტის შენობაზე
"ჩვენ ვართ ევროპა", Never Back to USSR - ეს სტიკერები მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ფანჯრებზე მიაკრეს.
პარლამენტთან აქცია გრძელდება. შეკრებილები რუსული კანონის ხელმეორედ ინიცირებას აპროტესტებენ.
ფართომასშტაბიანი აქციის ფონზე უწევთ "ქართული ოცნების" დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს დატოვება:
- პარლამენტს პაპუაშვილი სპეცრაზმის დახმარებით ტოვებს.
- სესიაზე რუსული კანონის განხილვის პირველი დღის დასრულების შემდეგ დეპუტატები რობოკოპების დახმარებით ტოვებენ.
რუსული კანონის განხილვა სასესიო სხდომაზე დღეს დასრულდა, კენჭისყრა ხვალ გაგრძელდება.
პარლამენტის ჭიშკარი სპეცრაზმს აქვს დაკავებული, ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს, არც მედიას აქვს მიახლოების საშუალება.
ოპოზიცია კანონპროექტის გაწვევას ითხოვს. სხდომა დღეს დაპირისპირების, ხმაურისა და გინების ფონზე მიმდინარეობდა.
პარლამენტთან დაძაბული ვითარებაა, მობილიზებულია უპრეცენდენტო რაოდენობის სამარტალდამცავები. სპეცრაზმი პარლამენტის შენობიდან გარეთ გამოიყვანეს.