გაუგებარია, ერთი პარლამენტის წევრი მაინც თუ მოხვდა ამ სიაში, რატომ არ უნდა ყოფილიყო დარჩენილი 83? - კახიანი

07.06.24 15:12
გაუგებარია, ერთი პარლამენტის წევრი მაინც თუ მოხვდა ამ სიაში, რატომ არ უნდა ყოფილიყო დარჩენილი 83? - კახიანი

"უბრალოდ გაუგებარი არის, ერთი პარლამენტის წევრი მაინც თუ მოხვდა ამ სიაში, მაშინ რატომ არ უნდა ყოფილიყო დარჩენილი 83, იმიტომ, რომ ყველა ერთნაირად უჭერდა მხარს," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და რუსული კანონის მხარდამჭერი გიორგი კახიანი საუბრობს.

კახიანი სახდეპს სანქციების პოლიტიკას უწუნებს და ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ მოხვდა რუსული კანონის მხარდამჭერი 84-ვე დეპუტატი. 

უმრავლესობის ყოველ წევრს გათავისებული გვაქვს ერთი რამ - რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, სუვერენიტეტს და ამ ბრძოლაში ერთი ნაბიჯით უკან დამხევი არავინ არ არის, სანქციებზე არის საუბარი თუ რაიმე სხვა ზომებზე,“ - ამბობს კახიანი.

სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.

"ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?

მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.

როგორ ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობაში სახდეპის სანქციებს: 

 

მსგავსი სიახლეები