არავის დავუსანქცირებივარ. სანქციები არ არსებობს - "ოცნების" დეპუტატი

07.06.24 15:17
არავის დავუსანქცირებივარ. სანქციები არ არსებობს - "ოცნების" დეპუტატი

 

 

„მე არავის არ დავუსანქცირებივარ. მე არ მინახავს ასეთი სანქცია, სადაც მე ვარ პირადად დასანქცირებული,“ - ამ განცხადებას ირაკლი შატაკიშვილი აკეთებს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ამტკიცებს, რომ ის სანქცირებული არ არის და უფრო მეტიც, ამბობს, რომ „არავითარი სანქციები არ არსებობს“.

კონკრეტიკა არ აქვს ამ სანქციებს, არავითარი სანქციები არ არსებობს, მე არ მინახავს ყოველ შემთხვევაში, მე არ მინახავს ასეთი სანქცია, სადაც მე ვარ პირადად დასანქცირებული,“ - ამბობს შატაკიშვილი.

სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.

"ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?

მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.

როგორ ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობაში სახდეპის სანქციებს: 

 

მსგავსი სიახლეები