ბესელია: "ქართული ოცნება" კონსტიტუციას ჭუჭრუტანიდან კითხულობს

13.11.24 17:42
ბესელია: "ქართული ოცნება" კონსტიტუციას ჭუჭრუტანიდან კითხულობს

"ქართული ოცნება" კონსტიტუციას ჭუჭრუტანიდან კითხულობს - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" და ცესკოს განცხადებას იურისტი, ეკა ბესლია. 

მისი თქმით, პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნის შესახებ, 2 დიდი ოპოზიციური კოალიციის მიერ გაკეთებულ მიმართვას მნიშვნელობა აქვს. 

ამ ეტაპზე, ცესკოსთვის მიმართვას აქვს მნიშვნელობა, იმიტიმ რომ როცა პირი, ვისაც აქვს საქართველოს პარლამენტის მანდატი აქვს, გეუბნება, რომ მე არ ვაპირებ პარლამენტში შესვლას და იქ ყოფნას, არ უნდა სცნოს ასეთი პირების უფლება მოსილება (ცესკომ). რამდენი პირიც იქნება ასეთი, იმდენი პირის უფლება-მოსილებაზე ცნობაზე უარი უნდა თქვას, ეს არის ფართო განმარტება კანონის და არა ისე ვიწ ჭუთრუტანიდან, როგორც თავად კითხულობენ ამ ჩანაწერს"- აცხადებს პოლიტიკოსები. 

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მტკიცებით,  პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა შეუძლებელია.

ირაკლი კობახიძის განცხადებამდე განმარტება გაკეთდა ცესკოშიც - კალანდარიშვილის უწყებაც ამტკიცებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობა ახლად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს. 

შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს მიმართავენ, „არ გატარდეს სია რეგისტრაციაში და უფლებამოსილების საკითხი არ გადასცეს პარლამენტს განსახილველადაც კი“.

რაც შეეხება, გახარიას გუნდს, ექსპრემიერის პარტიაში ამბობენ, რომ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ. 

მსგავსი სიახლეები