საღებავის შესხმა, თავისი არსით, პროტესტის არაძალადობრივი და სიმბოლური ფორმაა - ანა არღანაშვილი
საღებავის შესხმა, თავისი არსით, პროტესტის არაძალადობრივი და სიმბოლური ფორმაა, რომელიც გარკვეულ გზავნილს ატარებს - არა მხოლოდ აქ, სხვა ქვეყნებშიც - ამის შესახებ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) წარმომადგენლი ანა არღანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
თუ შემთხვევით თვალში მოხვდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ლოგიკურია, რომ საავადმყოფოში გადაეყვანათ. რადგან მთელი 1 საათი გააგრძელა სხდომა, ვიმედოვნებ, რომ არაფერი სერიოზული არ ჰქონდა თვალზე. თვალში რამე როცა მივარდება, სხდომას კი არა, ვერაფერს ვერ ვაგრძელებ სანამ არ მივხედავ"- აღნიშნავს მესამე სექტორის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სხდომაზე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც არჩევნების გაყალბების სიმბოლო.
ცესკოს შეფმა მელნის შესხმის გამო, კირთაძეს პოლიციაში უჩივლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოპოზციონერ ლიდერზე გამოძიება სისხლის სამართლსი მუხლით, ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
ასევე ნახეთ: