გახარიამ კომისიაზე ბევრი ტყუილი თქვა - ჩერქეზიშვილი
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ დღეს ყოფილმა პრემიერმა საზოგადოება მოატყუა.
"ყველაზე მეტად რამაც შემაშფოთა იყო ის ნათქვამი, რომ პოლიციამ ტყვიები თავდაცვისთვის ისროლაო. მაკო გომურისგან იცავდა თავს?!" - აღნიშნავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
დღევანდელმა დღემ ცალსახად დაგვანახა, რომ არაფერი არ აქვს ამ ყველაფერს სამართლიანობასთან. კომისია პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტია. საზოგადოებამ კარგად იცის და ჩვენც კარგად მოგვეხსენება, რომ რეალურად პარლამენტის საგამოძიებო კომისია ოპოზიციის სამართლებრივი იარაღია, ეს არაფერში სჭირდება ხელისუფლებას. ისინი არიან უმრავლესობაში, აქვთ პროკურატურა, სასამართლო და ახლა რომ იძიებენ 15 წლის წინანდელ ამბებს, ამას საერთო არაფერი აქვს სამართლიანობასთან. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ყურადღების გადატანის იარაღი.
ადამიანი თუ გულწრფელი ხარ, მართალი ხარ, 20 ივნისს ისეთი ამბები მოხდა, არ უნდა გჭირდებოდეს 6 წელი, რომ მერე მოხვიდე და კითხვებს პასუხები გასცე. ერთი ღამე ვერ უნდა დაიძინო, როდესაც იცი, რომ ვთქვათ 18 წლის გოგოს თვალი გამოსთხარეს. ბევრი ტყუილი თქვა ამ კომისიაზე. ყველაზე მეტად რამაც შემაშფოთა იყო ის, რომ პოლიციამ ტყვიები იმისთვის ისროლა, რომ თავს იცავდაო. მაკო გომურისგან იცავდა თავს? აბსოლუტურად უმისამართოდ ისროდნენ ტყვიებს". - განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, 14 აპრილს, თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია გამოიკითხა.
რა ხდებოდა სხდომის მიმდინარეობისას და რა გზავნილები გააჟღერა ყოფილმა პრემიერმა?
- 20 ივნისის საქმეზე ამ კომისიამ ჩემთან ერთად უნდა გამოკითხოს ბიძინა ივანიშვილი - გიორგი გახარია
- გახარია წულუკიანს: გაგახსენებთ თქვენს სიტყვებს, რომ მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა, მერე გამოჩნდა "უჩინარი კაცი"
- სკანდალი - გახარია ამბობს, რომ 20 ივნისს მომიტინგეებისთვის ე.წ. დათვის ტყვიები მისი დავალებით არ უსვრიათ
- ხმაური წულუკიანის კომისიაზე: სათამაშოა გომურის ამოთხრილი თვალი?
- ვინ ლობირებდა გავრილოვს - გახარია ასახელებს პირს, ვინც მის მიერ დაბლოკილ დელეგაციას საზღვარი გაუხსნა
- გახარია: მელიას დაკავებას უშუალოდ ივანიშვილი კურირებდა
- გახარია სუბარს: ნუ ბოდავ
- ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება - გახარია ივანიშვილს გვარს პირველად ასახელებს
- თქვენ შეგეშინდათ ბიძინასი, რომელმაც დაგირეკათ და გითხრათ: "გაჩუმდით, ერთი ადგილი მიაყენეთ და რაც არის გასაკეთებელი გააკეთეთო!" - გახარია ე.წ. კომისიის წევრებს