"კალანდარიშვილი დიდი შავი წერტილი და "ოცნების" გაჟონილი სახეა" - პროტესტმა მრგვალ ბაღთან გადაინაცვლა
პროტესტი არ ჩერდება - სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც დღეს ცეკსოთან იყვნენ შეკრებილები, მრგვალ ბაღთან გადაინაცვლეს. პროტესტის რეჟიმში გადასული ხალხი გეგმავს ცესკოს შეფს უთხრან, რომ მან დღეს დანაშაულებრივ აქტს მოაწერა ხელი.
"კალანდარიშვილი დიდი შავი წერტილი და "ოცნების" გაჟონილი სახეა" - ამბობენ აქციის მონაწილეები, რომლებსაც დღეს მსვლელობაც აქვთ დაგეგმილი.
ჩვენი რეფლექსი ის არის, რომ არ გავჩერდეთ, მაქსიმალური დისკომფორტი შევუქმნათ ხელისუფლებას და ხელისუფლების იმ საცეცებს, ვინც დაეხმარა, რომ დღეს კიდევ ერთხელ გაეყალბებინათ არჩევნები და ჩვენი ხმები მოეპარებინა. რა თქმა უნდა, კალანდარიშვილის ყველაზე დიდი დისკომფორტი უნდა შევუქმნათ, რადგან ის არის დიდი შავი წერტილი და "ქართული ოცნების" გაჟონილი სახე. კალანდარიშვილზე შესხმულ მელანს ჰგვანან. აღარაფერს აღარ წარმოადგენენ. აღარაფერი აღარ დარჩათ, გარდა პანიკისა და ისტერიკისა. ჩვენ სახლშიც არ მოვასვენებთ, სამსახურშიც არ მოვასვენებთ", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა - გიორგი კალანდარიშვილმა შემაჯამებელ ოქმს დღეს ბეჭედი პირადად დაარტყა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სხდომაზე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც არჩევნების გაყალბების სიმბოლო.
ცესკოს შეფმა მელნის შესხმის გამო, კირთაძეს პოლიციაში უჩივლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოპოზციონერ ლიდერზე გამოძიება სისხლის სამართლსი მუხლით, ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
ასევე ნახეთ: