მინისტრი ამტკიცებს, რომ 21-ე სკოლაზე სამხარაულის დასკვნა 17 სექტემბერს მიიღეს
გივი მიქანაძის თქმით, გადაწყვეტილება, რომ თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულიყო, შენობის ავარიულობის შესახებ სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე მიიღეს.