საზიზღარი, ეს არის ივანიშვილის ნამდვილი "ქართული ოცნება" - ლექსმანი სისხლიან ღამეზე

"საზიზღარი. ეს არის ივანიშვილის ნამდვილი "ქართული ოცნება" - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი ე.წ. სიკვდილის ბრიგადებისა და მაგინებელი რაზმების მიერ რუსული კანონის მოწინააღმდეგეებისთვის სისხლიანი ღამის მოწყობას.
ევროპარლამენტარი ძალადობრივი ქმედებების უკან ქართველი ოლიგარქის გუნდის ხელწერას ხედავს და ფაქტს ოდიოზურს უწოდებს.
შეგახსენებთ, რომ 8 მაისს რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს სასტიკი ანგარიშსწორება მოუწყვეს. თავს ორბელიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს ლაშა ღვინიანიძეს, ენმ-ის წევრს დიმა ჩიქოვანს, "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს გია ჯაფარიძესა და პოლიტიკოსს გიორგი ონიანს დაესხნენ.
ცნობისთვის, საქართველოში განვითარებული მოვლენები მსოფლიო ლიდერების განხილვის მთავარი ობიექტია. ევროპარლამენტარები და დიპლომატები ერთიმეორეს მიყოლებით ავრცელებენ განცხადებებს.
- გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის - ფოტიგა
- მეტი რაა საჭირო, რომ ივანიშვილი ქართული დემოკრატიის დანგრევისთვის დაასანქციროთ - ევროპარლამენტარი
- სიმღერა, რომელიც მსგავსი დანაშაულების დანახვისას მომდის თავში, არის "უკან სსრკ-ში - გალერი თბილისში თავდასხმებზე
- "წარმოუდგენლად შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, არამედ "ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკითაც" - მილერი
- საქართველოს ინტეგრაცია გაჩერდება და შეიძლება დეგრადირებაც დაიწყოს, თუ მთავრობა გონს არ მოეგება - ნაუსედა
- თუ რუსულ კანონს მიიღებენ, EU იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს, არჩევანი ივანიშვილმა უნდა გააკეთოს - როიტენი
- ევროპულ ოჯახში გაერთიანების შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა, არ გაუშვათ ის ხელიდან - ჰერჩინსკი