"მუხთარლი ოღონდ უკუღმა" - ზურაბ ფარჯიანის მოსაზრება, ვინ და რატომ "დასვა" ბიზნესმენი "მწვანე ზოლში"

27.05.25 11:48
"მუხთარლი ოღონდ უკუღმა" - ზურაბ ფარჯიანის მოსაზრება, ვინ და რატომ "დასვა" ბიზნესმენი "მწვანე ზოლში"

"ბაჩიაშვილი გაცვალეს პოლოლიკაშვილის კანდიდატურაში", - ამ მოსაზრებას ყოფილი დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

ფარჯიანი დარწმუნებულია, რომ Vip ზონებით და კერძო თვითმფრინავით (რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს რომ ენახა)  გიორგი ბაჩიაშვილი ემირატებმა ჩაიყვანა ბაქოში და გადასცა აზერებს. აზერბაიჯანმა კი დასვა "მწვანე ზოლში". 

ყოფილი დიპლომატი ვარაუდობს, რომ "ოცნება" ემირატებს დაჰპირდა, რომ ყველაფერს ისე გააკეთებდნენ, რომ მათზე არავის ეფიქრა.

სავარაუდოდ ბაჩიაშვილი გაცვალეს პოლოლიკაშვილის კანდიდატურაში. დარწმუნებული ვარ, Vip ზონებით და კერძო თვითმფრინავით (რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს რომ ენახა) ემირატებმა ჩაიყვანეს ბაქოში და გადასცეს აზერებს. აზერბაიჯანმა კი დასვა "მწვანე ზოლში". აფგან მუხთარლი ოღონდ უკუღმა.

ნუ, იმის ვისაც გჯერათ რომ პირობითად დუბაიში გაქცეული და მყოფი კაცი სადახლო-წითელ ხიდს შორის მონაკვეთზე "აბირჟავებდა", თქვენზე ყველაფერი ალალი იყოს. ემირატებს რად უღირდათ თუნდაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში საკუთარი კანდიდატი რეპუტაციულ დარტყმად - ეგ მათი საქმეა.

შეიძლება ემირატებს დაპირდნენ რომ ყველაფერს ისე გააკეთებდნენ, მათზე არავის ეფიქრა და ახლა იმათ ხომ არ იციან, რა დებილური განცხადება შეიძლება გამოდოს რომელიმე ქართულმა უწყებამ. ამ შემთხვევაში სუს-მა. უამრავი ჭორაობა იქნება ამ თემაზე, მაგრამ სხვა ვერსიები რამე ლოგიკაში არ ჯდება. ისე კი, ემირატებში და ზოგადად ისეთ ქვეყნებში,სადაც 1 ადამიანზე 2 ვიდეოკამერა და 0.5 შეიხი მოდის მოდის, გაქცევა ვისაც მოგინდებათ, შემიძლია უკეთესი ქვეყანა მიგასწავლოთ. დიდი, მზიანი, მეტ-ნაკლებად კორუფციით, მაგრამ ნორმალური სასამართლოთი, სადაც ადვილად ჩაიკარგებით და არავინ არავის გადაგცემთ - 210 მილიონიანი ბრაზილია, სადაც 210 მილიონ 1 იქნებით. დაბადების მოწმობასაც კი აიღებთ თუ რამე", - წერს ზურაბ ფარჯიანი.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველი, გიორგი ბაჩიაშვილი დღეს დააკავეს - ინფორმაციას ამის შესახებ დილით სუსმა გაავრცელა. 

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისიდან 2017 წელს გაიტაცეს, ამბობს, რომ აზერბაიჯანში ექსტრადიცია ივანიშვილის დავალება იყო.

რაც შეეხება არაბთა გაერთიანებული საამიროებთან შესაძლო გარიგებას, ამ თემაზე რეპორტაჟი "ტვ პირველის" ეთერში წინა კვირას გავიდა. 

უფრო კონკრეტულად: 

  • მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს დაუჭერს, საექსპერტო წრეებში გაჩნდა ვარაუდი, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტიდან საქართველოს კანდიდატურის მოხსნა დიდი გარიგების ნაწილი იყო. 
  • ერთ-ერთი ვერსიით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი გიორგი ბაჩიაშვილი ოცნების რეჟიმისთვის უნდა გადაეცა. 

ამავე თემაზე: