პარლამენტთან წიწაკის სპრეი გაუშვეს (ფოტო)

16.04.24 21:51
პარლამენტთან წიწაკის სპრეი გაუშვეს (ფოტო)

პარლამენტთან სიტუაცია დაიძაბა - ოპოზიციის ინფორმაციით, ადგილზე წიწაკის სპრეი გაუშვეს. "პირველების" კამერამ რამდენიმე დაშავებული გადაიღო. 

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საკანონმდებლო ორგანოდან ოპოზიციის წარმომადგენლები გამოვიდნენ. მათ აქციის მონაწილეებთან გადასვლა და მშვიდობიანი აქციისძთვის შეერთება სურდათ. 

ბოლო ინფორმაციით, პარლამენტის უკანა შესავლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა განლაგდა.

ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეები სპეცრაზმელებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

"მონებო" - ამ შეძახილების ფონზე მოუწიათ "ოცნების" დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს შენობის დატოვება.

კადრებში ჩანს, როგორ ჩამოდიან დეპუტატები პარლამენტში სხდომათა დარბაზიდან კიბეებზე და ამ დროს საპროტესტო აქციის მონაწილეები მათ მიმართავენ - "მონებო".

"ჩვენ ვართ ევროპა", Never Back to USSR - ეს სტიკერები მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ფანჯრებზე მიაკრეს

პარლამენტთან აქცია გრძელდება. შეკრებილები რუსული კანონის ხელმეორედ ინიცირებას აპროტესტებენ.

ფართომასშტაბიანი აქციის ფონზე უწევთ "ქართული ოცნების" დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს დატოვება:

  • პარლამენტს პაპუაშვილი სპეცრაზმის დახმარებით ტოვებს.
  • სესიაზე რუსული კანონის განხილვის პირველი დღის დასრულების შემდეგ დეპუტატები რობოკოპების დახმარებით ტოვებენ.

რუსული კანონის განხილვა სასესიო სხდომაზე დღეს დასრულდა, კენჭისყრა ხვალ გაგრძელდება.

პარლამენტის ჭიშკარი სპეცრაზმს აქვს დაკავებული, ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს, არც მედიას აქვს მიახლოების საშუალება.

ოპოზიცია კანონპროექტის გაწვევას ითხოვს. სხდომა დღეს დაპირისპირების, ხმაურისა და გინების ფონზე მიმდინარეობდა.

პარლამენტთან დაძაბული ვითარებაა, მობილიზებულია უპრეცენდენტო რაოდენობის სამართალდამცავები. სპეცრაზმი პარლამენტის შენობიდან გარეთ გამოიყვანეს

მსგავსი სიახლეები