პრეზიდენტი: პირდაპირი პროვოკაციაა - რუსეთის დესტაბილიზაციის სტრატეგია

16.04.24 22:15
პრეზიდენტი: პირდაპირი პროვოკაციაა - რუსეთის დესტაბილიზაციის სტრატეგია

პირდაპირი პროვოკაციაა - რუსეთის დესტაბილიზაციის სტრატეგია - ამ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი ავრცელებს.

მეორე ღამე თბილისში მასობრივი საპროტესტო აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ. ხელისუფლების დაჟინებული მოთხოვნა, წინ წაწიოს ეს კანონი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა - დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია"- წერს სალომე ზურაბიშვილი. 

სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციის მეორე დღეს ეხმაურება და წერს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეები უკვე მეორე დღეა აქციას მართავენ, თუმცა ხელისუფლება ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებს და არც პარტნიორების მოწოდებებს ითვალისწინებს. 

პარლამენტთან დაკავებები დაიწყო. პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამართალდამცავები მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს აკავებენ. ასევე, შსს-მ გამაფრთხილებელი სიგნალი ჩართო, რის შემდეგაც სპეცრაზმი აქციის დარბევასა და წყლის ჭავლის გამოყენებას იწყებს.

მანამდე სამართალდამცავებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს. რობოკოპებმა პარლამენტის ტერიტორიის მოქალაქეებისგან გაწმენდა დაიწყეს. ადგილზეა წყლის ჭავლის მანქანაც.

"მონებო" - ამ შეძახილების ფონზე მოუწიათ "ოცნების" დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს შენობის დატოვება.

კადრებში ჩანს, როგორ ჩამოდიან დეპუტატები პარლამენტში სხდომათა დარბაზიდან კიბეებზე და ამ დროს საპროტესტო აქციის მონაწილეები მათ მიმართავენ - "მონებო".

"ჩვენ ვართ ევროპა", Never Back to USSR - ეს სტიკერები მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ფანჯრებზე მიაკრეს

პარლამენტთან აქცია გრძელდება. შეკრებილები რუსული კანონის ხელმეორედ ინიცირებას აპროტესტებენ.

ფართომასშტაბიანი აქციის ფონზე უწევთ "ქართული ოცნების" დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს დატოვება:

  • პარლამენტს პაპუაშვილი სპეცრაზმის დახმარებით ტოვებს.
  • სესიაზე რუსული კანონის განხილვის პირველი დღის დასრულების შემდეგ დეპუტატები რობოკოპების დახმარებით ტოვებენ.

რუსული კანონის განხილვა სასესიო სხდომაზე დღეს დასრულდა, კენჭისყრა ხვალ გაგრძელდება.

პარლამენტის ჭიშკარი სპეცრაზმს აქვს დაკავებული, ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს, არც მედიას აქვს მიახლოების საშუალება.

ოპოზიცია კანონპროექტის გაწვევას ითხოვს. სხდომა დღეს დაპირისპირების, ხმაურისა და გინების ფონზე მიმდინარეობდა.

პარლამენტთან დაძაბული ვითარებაა, მობილიზებულია უპრეცენდენტო რაოდენობის სამართალდამცავები. სპეცრაზმი პარლამენტის შენობიდან გარეთ გამოიყვანეს

 

მსგავსი სიახლეები