"ხალხი უმოწყალოდაა ნაცემი" - ლელო შსს-ს, ომბუდსმენსა და სპეციალურ საგამოძოებო სამსახურს მიმართავს

16.04.24 22:29
"ხალხი უმოწყალოდაა ნაცემი" - ლელო შსს-ს, ომბუდსმენსა და სპეციალურ საგამოძოებო სამსახურს მიმართავს

მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებები - "ლელო" შინაგან საქმეთა სამინისტროს, ომბუდსმენსა და სპეციალურ საგამოძოებო სამსახურს მიმართავს. 

ლელოს წევრების თქმით, სამართალდამცავები ფიზიკურად უსწორდებიან აქციის მონაწილეებს და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ლელოს ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პირდაპირ ეთერში სცადა სახალხო დამცველთან დაკავშირება, თუმცა მის ზარს ლევან იოსელიანმა არ უპასუხა.

მოვუწოდებ შსს, რომელიც ამ ჯალათურ სპეცოპერაციას ახოპრიცკლეებს, დაუყოვნებლიც გაასაჯაროეთ დაკავებულების ადგილმდენარეობა. მოვუწოდებ ე.წ. სახალხო დამცველს, სახალხო დამცველი ხარ თუ ქოცების დამცველი,დ აუყოვნებლივ ჩაერთეთ საქმეში და მოახდინეთ რეაგირება.

მივმართავ სპოციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომლის ვალდებულებაა, რომ პოლიციელთა მხრიდან გადამეტებაზეც ჰქონდეს რეაგირება, ხალხი უმოწყალოდაა ნაცემი," - ამბობს ლევან სამუშია.

როგორც ბადრი ჯაფარიძე ამბობს, მათი პარტიის წევრსაც ირაკლი კუპრაძეს დაკავების დროს და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

გაიტაცეს, იდგა პარლამენტისგან მოშორებით და გაიტაცეს, იმიტომ, რომ ეს არის მორიგფი მცდელობა დაშინების, როგორეც ვიიცთ, მას ფიზიკურად გაუსწოდნენ. მივმატავ შსს-ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ დაკავებულები, ფიზიკურად უსწორდებიან, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ყველა პოლიციელი, რომელიც გადაამეტებს თავის უფლებამოსილებას უნდა დაისაჯოს კანონის სიმკაცრით," - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე "ლელოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე დააკავეს. მის გარდა სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, კუპრაძეს დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

პარლამენტთან დაკავებები დაიწყო. პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამართალდამცავები მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს აკავებენ. ასევე, შსს-მ გამაფრთხილებელი სიგნალი ჩართო, რის შემდეგაც სპეცრაზმი აქციის დარბევასა და წყლის ჭავლის გამოყენებას იწყებს.

მანამდე სამართალდამცავებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს. რობოკოპებმა პარლამენტის ტერიტორიის მოქალაქეებისგან გაწმენდა დაიწყეს. ადგილზეა წყლის ჭავლის მანქანაც.

"მონებო" - ამ შეძახილების ფონზე მოუწიათ "ოცნების" დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს შენობის დატოვება.

კადრებში ჩანს, როგორ ჩამოდიან დეპუტატები პარლამენტში სხდომათა დარბაზიდან კიბეებზე და ამ დროს საპროტესტო აქციის მონაწილეები მათ მიმართავენ - "მონებო".

"ჩვენ ვართ ევროპა", Never Back to USSR - ეს სტიკერები მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ფანჯრებზე მიაკრეს

პარლამენტთან აქცია გრძელდება. შეკრებილები რუსული კანონის ხელმეორედ ინიცირებას აპროტესტებენ.

ფართომასშტაბიანი აქციის ფონზე უწევთ "ქართული ოცნების" დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს დატოვება:

  • პარლამენტს პაპუაშვილი სპეცრაზმის დახმარებით ტოვებს.
  • სესიაზე რუსული კანონის განხილვის პირველი დღის დასრულების შემდეგ დეპუტატები რობოკოპების დახმარებით ტოვებენ.

რუსული კანონის განხილვა სასესიო სხდომაზე დღეს დასრულდა, კენჭისყრა ხვალ გაგრძელდება.

პარლამენტის ჭიშკარი სპეცრაზმს აქვს დაკავებული, ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს, არც მედიას აქვს მიახლოების საშუალება.

ოპოზიცია კანონპროექტის გაწვევას ითხოვს. სხდომა დღეს დაპირისპირების, ხმაურისა და გინების ფონზე მიმდინარეობდა.

პარლამენტთან დაძაბული ვითარებაა, მობილიზებულია უპრეცენდენტო რაოდენობის სამართალდამცავები. სპეცრაზმი პარლამენტის შენობიდან გარეთ გამოიყვანეს

 

მსგავსი სიახლეები