მილერის ბოლო განცხადება ბევრმა წაიკითხა, როგორც გახსნილობა და ღიაობა იმის მიმართ, რომ სანქციები შეიძლება მოჰყვეს ამას - მეურმიშვილი
"გამოსარიცხი არაფერია და ბოლო განცხადება მილერის, ძალიან ბევრმა ადამიანმა, როგორც აშშ-ში, ისე გარეთ, წაიკითხა, როგორც გახსნილობა და ღიაობა იმის მიმართ, რომ სანქციები შეიძლება მოჰყვეს ამას" - ამ განცხადებას "დღის ამბებთან" ამერიკის ხმის ჟურნალისტი, ქართული რედაქციის მმართველი რედაქტორი, ია მეურმიშვილი აკეთებს და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე საუბრობს.
როგორც ია მეურმიშვილი ამბობს, მილერის ბოლო განცხადება ბევრი პირის მხრიდან აღქმული იყო, როგორც სანქციების დაწესების დაანონსება.
მეურმიშვილის თქმით, აშშ-ში ღიად საუბრობენ იმაზე, რომ რუსული კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს.
ამერიკიდან რეაქციები იზრდება, როგორც ოფიციალური წყაროებიდან, ისე საექსპერტო წრეებიდან. ამერიკის ხმა კიდევ შესთავაზებს არარეთ კომენტარს, რომელიც კეთდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ამ კანონმდებლობამ საქართველოს. ყველაზე დიდი აქცენტი, რაზეც კეთდება არის ის, რომ ეს კანონი სავარაუდოდ, ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, რის შესახებაც არა მხოლოდ სახდეპი, არამედ თავად ევროკავშირი, ნატო, ევროპის სახელმწიფოების ლიდერები პირდაპირი ტექსტებით ამბობენ, რომ ეს კონფლიქტშია საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან და ღირებულებებთან - ეს იქნება ყველაზე დიდი ფაქტორი, რაზეც ამახვილებენ აშშ-ში ოფიციალური წყაროები ყურადღებას.
ამერიკის ხმამ არაერთხელ მიმართა სახდეპს ამ შეკითხვით, აპირებს თუ არა განხილვას სახელმწიფო მდივანი იმისა, რომ გაფართოვდეს საანქცირებულთა სია ან დაემატოს რაიმე სხვა შრე სანქციებისა ამ მოვლენების კვალდაკვალ - აშშ-ს პოლიტიკა არის ის, რომ ისინი არასდროს აცხადებენ იმას, რომ სანქციების დაწესებას აპირებენ და ყოველთვის სახდეპი იმეორებს ამას. თუმცა წინა შემთხვევაში, როცა იყო მსგავსი სიტუაცია და იყო ალბათობა, გარკვეულწილად მოულოდნელი იყო ის, რომ დაწესდა 4 მოსამართლეზე სანქიცები. ამ შემთხვევაშიც გამოსარიცხი არაფერია და ბოლო განცხადება მილერის, ძალიან ბევრმა ადამიანმა, როგორც აშშ-ში, ისე გარეთ, წაიკითხა, როგორც გახსნილობა და ღიაობა იმის მიმართ, რომ სანქციები შეიძლება მოჰყვეს ამას,” - ამბობს ია მეურმიშვილი.
განცხადებები, რომელიც სახდეპმა რუსული კანონის რეინიცირების შემდეგ გააკეთა:
- სახ.დეპის პირველი კომენტარი ივანიშვილის გუნდის "რუსულ კანონზე"
- "კანონპროექტი საქართველოს ჩამოაშორებს ევროპის გზას" - სახდეპი "ოცნებას" აფრთხილებს
- კანონპროექტი რისკავს საქართველოს ევროპული გზიდან გადასვლას - სახდეპი რუსულ კანონზე მორიგ განცხადებას ავრცელებს
- სახდეპი რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში სანქციებს არ გამორიცხავს - რიგით მეოთხე განცხადება
- აშშ რუსულ კანონზე მორიგ განცხადებას ავრცელებს - სახდეპი შეშფოთებას გამოთქვამს "ოცნების" ინიციატივაზე
- "ოცნებას" მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, ეს კანონი არ შეესაბამება EU-ს ნორმებს - სახდეპი
- შეშფოთებულები ვართ ამ კანონპროექტით, მხარს ვუჭერთ გამოხატვის თავისუფლებას - სახ.დეპის განცხადება
- მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოისმინოს გაფრთხილებები რუსულ კანონთან დაკავშირებით - სახდეპი
- „წინასწარ არ ვაანონსებთ სანქციებს, თუმცა ვაკვირდებით პროცესს“ - აშშ-ს მეშვიდე გაფრთხილება "ოცნებას"
- კრემლის მიერ შთაგონებული კანონი არის უადგილო - სახდეპის მორიგი განცხადება რუსულ კანონზე