ივანიშვილის ცდილობს, საქართველოში რუსეთის ანალოგიური პოლიტიკური სისტემა შექმნას - სამადაშვილი

09.05.24 16:24
ივანიშვილის ცდილობს, საქართველოში რუსეთის ანალოგიური პოლიტიკური სისტემა შექმნას - სამადაშვილი

"ლელო საქართველოსთვის" წევრი, სალომე სამადაშვილი ქართველ ოლიგარქს კრემლის პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილი ქვეყნის საგარეო კურსს მნიშვნელოვნად ცვლის.

სამადაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. სიკვდილის ბრიგადების მიერ რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმა "ქართული ოცნების" რეჟიმის კიდევ ერთი გამოვლინებაა.

რუსული ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, დღეს უკვე დღის წესრიგში არის დამდგარი, რომ გადაიხედოს ის ფორმატები, რაც საქართველოს უკვე აქვს მიღებული. საუბარი დაიწყო იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი, ფაქტობრივად, გაიყინოს და ახლო მომავალში დაიწყოს განხილვა უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე საქართველოსთვის. ეს უნდა იყოს განგაშის ზარი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ჩვენ დიდი ხანია ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ცდილობს, საქართველოში შექმნას რუსეთის ანალოგიური პოლიტიკური სისტემა. ის უბრალოდ ამას აკეთებდა ეტაპობრივად, რადგან ეშინოდა ქართველი ხალხის რეაქციის და ახლა უკვე, როგორც ჩანს, რუსეთიდან კატეგორიული მოთხოვნის შედეგად, ის ძალიან ღიად ცვლის საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს ჩვენი კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ" - ამბობს სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 8 მაისს რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს სასტიკი ანგარიშსწორება მოუწყვეს. თავს ორბელიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს ლაშა ღვინიანიძეს, ენმ-ის წევრს დიმა ჩიქოვანს, "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს გია ჯაფარიძესა და პოლიტიკოსს გიორგი ონიანს დაესხნენ.

ცნობისთვის, საქართველოში განვითარებული მოვლენები მსოფლიო ლიდერების განხილვის მთავარი ობიექტია. ევროპარლამენტარები და დიპლომატები ერთიმეორეს მიყოლებით ავრცელებენ განცხადებებს.

 

მსგავსი სიახლეები