ვიზალიბერალიზაცია რისკის ქვეშ დადგა, ივანიშვილი ცდილობს, სახელმწიფო რუსულ ორბიტაზე შეიყვანოს - მელია
რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმის უკან ნიკა მელია "ქართულ ოცნების" კვალს ხედავს - პარტია "ახალის" თავმჯდომარე ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდმა გეზი ოკუპანტი რუსეთისკენ აიღო.
"ივანიშვილი განგებ დგამს ნაბიჯს, რომ ქვეყანას დაუბრუნოს ძალიან ავი და ბოროტი წარსული" - აცხადებს მელია და იქვე დასძენს, რომ "ხელისუფლება საქართველოს რუსეთს აბარებს".
მელია ვარაუდობს, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე საერთაშორისო პარტნიორები კონკრეტულ ბერკეტებს გამოიყენებენ.
სამწუხაროდ, რეალობა არის ასეთიც, რომ ვიზალიბერალიზაცია რისკის ქვეშ დადგა. როდესაც ვამბობ, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ყველა ბერკეტი ამოქმედდება, ვგულისხმობ, რომ ამ მექანიზმსაც, რომელიც აქვს ევროკავშირის 27-ივე წევრ სახელმწიფოს. ივანიშვილი განგებ დგას ნაბიჯს ყველა მხრივ, რომ ქვეყანას დაუბრუნოს ძალიან ავი და ბოროტი წარსული და შეიყვანოს რუსულ ორბიტაზე ქართული სახელმწიფო" - ამბობს მელია.
შეგახსენებთ, რომ 8 მაისს რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს სასტიკი ანგარიშსწორება მოუწყვეს. თავს ორბელიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს ლაშა ღვინიანიძეს, ენმ-ის წევრს დიმა ჩიქოვანს, "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს გია ჯაფარიძესა და პოლიტიკოსს გიორგი ონიანს დაესხნენ.
ცნობისთვის, საქართველოში განვითარებული მოვლენები მსოფლიო ლიდერების განხილვის მთავარი ობიექტია. ევროპარლამენტარები და დიპლომატები ერთიმეორეს მიყოლებით ავრცელებენ განცხადებებს.
- საქართველოში დაშინების აქტებმა ახალ დონეს მიაღწია - კრამონი
- საზიზღარი, ეს არის ივანიშვილის ნამდვილი "ქართული ოცნება" - ლექსმანი სისხლიან ღამეზე
- გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის - ფოტიგა
- მეტი რაა საჭირო, რომ ივანიშვილი ქართული დემოკრატიის დანგრევისთვის დაასანქციროთ - ევროპარლამენტარი
- სიმღერა, რომელიც მსგავსი დანაშაულების დანახვისას მომდის თავში, არის "უკან სსრკ-ში - გალერი თბილისში თავდასხმებზე
- "წარმოუდგენლად შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, არამედ "ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკითაც" - მილერი
- საქართველოს ინტეგრაცია გაჩერდება და შეიძლება დეგრადირებაც დაიწყოს, თუ მთავრობა გონს არ მოეგება - ნაუსედა
- თუ რუსულ კანონს მიიღებენ, EU იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს, არჩევანი ივანიშვილმა უნდა გააკეთოს - როიტენი
- ევროპულ ოჯახში გაერთიანების შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა, არ გაუშვათ ის ხელიდან - ჰერჩინსკი