შეშინებულები არიან, ნახეს, რომ ივანიშვილი, რომელიც უმტკიცებდათ, რომ დაიცავდა სანქციებისგან, ვერ დაიცავს - წითლიძე

07.06.24 15:34
შეშინებულები არიან, ნახეს, რომ ივანიშვილი, რომელიც უმტკიცებდათ, რომ დაიცავდა სანქციებისგან, ვერ დაიცავს - წითლიძე

"თითოეული მათგანი არის შეშინებული და ძალიან კარგად ნახეს, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მათ უმტკიცებდა, რომ დაიცავდა მათ სანქციებისგან, ვერ დაიცავს," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე საუბრობს.

წითლიძე სახდეპის სანქციებს ეხმაურება და ამბობს, რომ "ოცნების ლიდერები დასანქცირდნენ სამშობლოს ღალატის გამო".

ქართული ოცნების ლიდერები დასანქცირდნენ სამშობლოს ღალატის გამო, იმის გამო, რომ საქართველოს უკარგავენ დემოკრატიული განვითარების შანს და იმის გამო, რომ საქართველოს უკარგავენ ევროპული ინტეგრაციის გზას. ამიტომაც მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ ეს სანქციები, როგორც არ ნდა გაიტეხონ ახლა იხტიბარი, მათ ძალიან კარგად იციან და თითოეული მათგანი არის შეშინებული და ძალიან კარგად ნახეს, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მათ უმტკიცებდა, რომ დაიცავდა მათ სანქციებისგან, ვერ დაიცავს,“ - ამბობს ანი წითლიძე.

სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.

"ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?

მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.

როგორ ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობაში სახდეპის სანქციებს: 

მსგავსი სიახლეები